პროდუქციის რეკლამირება

პროდუქციის რეკლამირება - საუკეთესო გზები

პროდუქციის რეკლამირებაშეიძლება გქონდეთ კარგი პროდუქტი, კარგ ფასად, თუმცა მაინც არ გქონდეთ საკმარისი გაყიდვები. ამის ძირითადი მიზეზია თქვენი პროდუქციის რეკლამირება არასაკმარისად ან არასწორედ.

როგორ განვახორციელოთ ჩვენი პროდუქტის რეკლამა? წარმოგიდგენთ 5 ძირითად მიმართულებას:

1.სოც.მედია – პროდუქციის რეკლამირების ყველაზე ეფექტური საშუალებაა სოც. მედია არხები, როგორიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი და ტიკ-ტოკი

თვიური ბიუჯეტი – 400$-დან დამოკიდებულია პროდუქციაზე, სეგმენტსა და სხვა დეტალებზე.

2.საძიებო სისტემები – ქართველი ინტერნეტ მომხმარებლის დიდი ნაწილი პროდუქციის & მომსახურების შესაძენად აქტიურად იყენებს გუგლის საძიებო სისტემას.

იმისათვის, რომ თქვენი შეთავაზება ამოუვარდეთ პოტენციურ მომხმარებლებს, საჭიროა თქვენი საიტის სეო ოპტიმიზაცია ან გუგლში რეკლამა.

3.ვიდეო რეკლამა – ასეთი ტიპის რეკლამა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მომხმარებლის მხრიდან. 

დაამზადეთ ვიდეო ანიმაცია ან რეალური კადრებისგან შემდგარი ვიდეო კონტენტი და დაარეკლამებთ იგი იუთუბზე.

4.რეკლამის განთავსება თემატურ საიტებზე – მოამზადეთ საინტერესო სტატია თქვენი პროდუქტის შესახებ და გამოაქვეყნეთ იგი თემატურ საიტებზე, მაგალითად: სამშენებლო პროდუქციის დარეკლამება შეგიძლიათ სამშენებლო პორტალებზე ან არქიტექტურულ ფორუმებზე.

5. SMS & EMAIL რეკლამა – შეიძინეთ კომპანიების სმს & მეილების ბაზები და გაუშვით რეგულარული რეკლამა ყოველთვიურად, როგორც კონკრეტული შეთავაზებები, ასევე საინტერესო სიახლეები და აქციები.