მეილების დაგზავნა – Email მარკეტინგი
ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მძლავრი იარღია Email მარკეტინგი, რომელიც არ არის მხოლოდ სარეკლამო მეილების დაგზავნა და მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტს.
მხოლოდ ამ ელემენტების ერთობის შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ კონკრეტული შედეგები, სხვა მხრივ უბრალოდ მეილების დაგზავნა შესაძლოა არამომგებიანი იყოს.
რა ელემენტებისგან შედგება Email მარკეტინგი?
ნიუსლეთერის დიზაინი
წარმატებული იმეილ მარკეტინგის პირველი ნაბიჯია ეფექტური შეთავაზების ვიზუალის შექმნა, მეილის ფორმატში.
დიზაინი სრულყოფილ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს მომხმარებელს და ამავდროულად არ უნდა იყოს გადატვირთული.
მეილების ბაზა
მეილების დაგზავნას არანაირი აზრი არ ექნება თუ დაგზავნა ხორციელდება არასწორი ბაზებით.
ბაზების შემთხვევაში ხარისხი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე რაოდენობა, თუმცა შედეგი კიდევ უფრო კარგი შეიძლება იყოს, თუ ორივე ეს კომპონენტი მაღალ დონეზეა.
ეს პრინციპი მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, გამოიყენება კომპანიების მეილები თუ ფიზიკური პირების ბაზები.
სარეკლამო მეილების დაგზავნა
დააგზავნეთ მეილები მხოლოდ საუკეთესო პლატფორმების გამოყენებით, რათა თავიდან აიცილოთ მეილების სპამში მოხვედრა
შედეგების ანალიზი
მიღებული შედეგი ერთადერთი სანდო წყაროა, იმის გასარკვევათ თუ რა უნდა გააუმჯობესოთ შემდგომი პერიოდისთვის, ამიტომაც ყურადღებით გაეცანით შედეგებს და გაითვალისწინეთ ის მოცემულობა, რასაც შედეგები გკარნახობენ.
იმეილ მარკეტინგის სტრატეგია 2024 წლისთვის
მეილების გაგზავნის რიცხვი ბოლო 6 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად იზრდება.
2024 წლისათვის ვარაუდობენ, რომ გაგზავნილი მეილების რიცხვი 400 მილიარდს მიაღწევს.
მეილს თითქმის ყველა იყენებს, თქვენი კონკურენტებიც აქტიურად აგზავნიან სარეკლამო მეილების.
ამიტომაც, იმისთვის, რომ გამოირჩეოდეთ, აუცილებელია სწორი იმეილ მარკეტინგის სტრატეგიის ქონა.
User-generated კონტენტი
მომხმარებელი მიჩვეულია უშუალოდ კომპანიისგან თუ ბრენდისგან გაგზავნილ მეილებს, რომელშიც თვითონვე ურჩევენ მათი პროდუქციის შეძენას.
ამიტომ, კარგი იქნება თუ სტრატეგიას შეცვლით. მიეცით მათ შესაძლებლობა მოისმინონ სხვა კმაყოფილი კლიენტების განხილვები თუ დახასიათებები თქვენი საკუთარი პროდუქტისა თუ შესათავაზებელი სერვისის თაობაზე.
დამერქმუნეთ, ეს თქვენს მომხმარებელს უფრო აინტერესებს. კონკრეტულად, ამ სტრატეგიას user-generated content ეწოდება და გეხმარებათ ნდობისა და ავთენტურობის მოპოვებაში.
10-დან 9 მომხმარებელი ამბობს, რომ პროდუქციის შეძენისას მასზე დიდი გავლენა მოახდინა UGC-მა, ვიდრე იმეილ მარკეტინგმა.
გამოიყენეთ მიკროსეგმენტაცია
ზოგადად, იმეილ მარკეტინგში აქტიურად იყენებენ მომხმარებელთა სეგმენტირებას, რაც გულისხმობს იმეილ გამომწერების პატარა ქვეჯგუფებად დანაწილებას, რაიმე კონკრეტული მახასიათებლის მიხედვით.
მაგალითად, მათი ადგილმდებარეობის ან პროდუქტთა შეძენის მსგავსი ისტორიის გამო.
HubSpot- ის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც იყენებენ სეგმენტაციას შემოსავლების 760%-ით ზრდა უფიქსირდებათ. თუმცა წარმოიდგინეთ ამ ხერხზე უფრო ეფექტური მეთოდიც არსებობს.
2024 წელს, აქტიურად იყენებენ მიკროსეგმენტაციას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მომხმარებელთა ლოკაციასა თუ მათი შეძენის ისტორიებს, არამედ აკვირდება საიტსა და მეილზე მათ ურთიერთქმედებას, როგორი ტიპის პროდუქტს ეძებენ და ყიდულობენ და სხვ.
რაც უფრო სრულ სურათს შექმნით, მით უფრო ადვილი იქნება მეილების პერსონალიზება.
გახადე მეილი ინტერაქციული
სტატიკური იმეილები უკვე ძველმოდურად იქცა. იმისათვის, რომ მომხმარებლის მხრიდან უფრო მეტი უკუკავშირი და ჩართულობა მიიღოთ, მნიშვნელოვანია, რომ იმეილი ინტერაქციული იყოს. მეილზე გადასვლის მაჩვენებელი ბევრად მაღალია თუ იგი სხვადასხვა ინტერაქციულ ელემენტს შეიცავს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა:
- გამოიყენე გიფები, რომლებიც შენს პროდუქტს გააცოცხლებს და მომხმარებლისთვის მიმზიდველს გახდის;
დაამატე მოძრავი ელემენტები, რაც გულისხმობს მაუსის მიტანისას ფოტოს ან ტექსტის გამოძრავებას;
მიმოხილვისას ან მომხმარებლის მიერ შეფასებისას, კარგი იქნება თუ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა თავისი პასუხები პირდაპირ, იმეილის ძირითადი ნაწილიდან შეიტანოს;
უფრო მეტი ეფექტურობისათვის იმეილს მიაბით რელევანტური ვიდეო;
გახადეთ Dark mode- ის ფუნქცია ხელმისაწვდომი.
ყოველთვის აწარმოვეთ ტესტირება
A/B ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმეილ მარკეტინგის სტრატეგიის წარმატებისათვის. იმ რეგულარულ მეთოდებთან ერთად, რასაც ტესტირება მოიცავს, კარგი იქნება თუ რამდენიმე ექსპერიმენტულ მეთოდსაც მიმართავთ.
- ჩვეულებრივი ტექსტი თუ კოდით დაწერილი- ზოგიერთ მომხმარებელს ურჩევნია მარტივად აღქმადი ტექსტები და არა რაიმე ფორმატით გადმოცემული. ასევე, თუ თქვენ ფლობთ ისეთ ბიზნესს, რომელიც მოითხოვს საჭიროებას, რომ მომხმარებელმა, რაც შეიძლება სწრაფად გაიაზროს ტექსტის მთავარი სათქმელი, არ არის საჭირო ამ დროს HTML-ით დაწერილი ტექსტის მიწოდება.
- მოკლე თუ გრძელი იმეილები- სათქმელის მოკლედ გადმოცემა, ყოველთვის სწორი გზა არ არის. თუ შენ აგზავნი იმელ ნიუსლეთერს (Newsletter), სცადე უფრო მეტი დეტალის გაზიარება, ან თავად იმეილში გაუკეთე შესავალი იმ ამბავს, რასაც გადმოსცემ.
- სცადე განსხვავებული სარეგისტრაციო ფორმების გამოყენება- დატესტე, როგორ იმუშავებს სხვადასხვა ფერი, ფორმა თუ დიზაინი.Your email strategy can only be as successful as your signup strategy.
მობილური ვერსიების ოპტიმიზაცია
დაახლოებით, ხუთი იმეილიდან ერთი იმეილი არ არის ოპტიმიზირებული მობილური ვერსიებისათვის.
შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლისათვის ეს კონკრეტული საკითხი იმეილ მარკეტინგის მნიშვნელოვან სტრატეგიად გადაიქცა. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი იმეილი მობილურ ვერსიებში სწორად გამოჩნდება, დროა ამაზე იფიქროთ. აუცილებელია, რომ თუ მომხმარებელი თქვენს იმეილს მობილურით გახსნის გამართული ფუნქციონალი და დიზაინი ჰქონდეს.