საიტების დამზადება wordpress – ვებ საიტის შექმნა

საიტების დამზადება 2024 წელს

საიტების დამზადებარამდენიმე წლის წინ, ვებ საიტების დამზადება ძვირადღირებული და ბევრი კომპანიისთვის ფინანსურად ხელმიუწვდომელი სიამოვნება იყო.

თუმცა, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მისცა ნებისმიერი ზომის და ფინანსების მქონე კომპანიას, ვებ გვერდის დამზადება გახადოს უფრო იაფი და ეფექტური პროცესი.

ამ სტატიაში განვიხილავთ თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხს:

  • როგორ ხდება საიტის შექმნა?
  • საიტების დამზადების ფასები
  • ვებ გვერდის ტიპები
  • როგორი უნდა იყოს ვებ გვერდის დიზაინი?
  • რამდენად ღირს საიტის დამზადება WordPress-ზე?

საიტის შექმნა 2024 წელს - რა გავითვალისწინოთ? 

თუ საიტის დამზადება 2024 წელს გადაწყვიტეთ, ჩვენი რჩევა იქნება გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

ვებსაიტების ტიპები

  1. ერთგვერდიანი (ლენდინგ) საიტი – ეს არის ყველაზე იაფი და მარტივი ვებ-გვერდი, რომლის დანიშნულებაა მცირე მოცულობის ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ნიმუში – www.davinci.ge
  2. კორპორატიული ვებ გვერდი – ყველაზე გავრცელებული ტიპის საიტია, რომლის დანიშნულებაა სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ორგანიზაციის საქმიანობის და სერვისების შესახებ. ასეთი საიტის ძირითადი გვერდებია: მთავარი, ორგანიზაციის შესახებ, სერვისები, ბლოგი და კონტაქტი. ნიმუშიwww.odadmc.ge
  3. კატალოგის ტიპის საიტი –კორპორატიული საიტისგან განსხვავებით ასეთი ტიპის საიტზე ხორციელდება კომპანიის პროდუქციის წარმოჩენა კატალოგის სახით, თუმცა ონლაინ მაღაზიისგან განსხვავებით მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქციის შეკვეთის გაკეთება. ნიმუშიwww.panels.ge
  4. ონლაინ მაღაზია – ეს არის ონლაინ შოპი, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს, შეარჩიოს პროდუქცია კატალოგში, დაამატოს კალათში და მოახდინოს მისი ონლაინ შეკვეთა. ნიმუშიwww.textilsrv.ge / www.succuesshub.ge
  5. სამშენებლო საიტი – შესაძლებელია, როგორც კორპორატიული საიტის ფორმატში გაკეთება, თუმცა ხშირად, როდესაც კორპუსების მშენებარე კომპანიას სურს საიტის შეკვეთა, საჭიროებს კორპუსის დეტალურ გეგმარებას, სართულებისა და ბინების მონიშვნის ფუნქციით. ნიმუში –  www.aweprojects.ge
  6. ინდივიდუალური მოთხოვნა – კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო იყოს არასტანდარტული დიზაინისა და ფუნქციონალის მქონე საიტი.

ვებსაიტების შექმნა - პროცესი & ეტაპები

საიტის დამზადებაშეთანხმება პირობებზე  – ორივე მხარეს ნათლად და გასაგებად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, თუ რა ფუნქციონალის და თვისებების მქონე საიტი უნდა გაკეთდეს.

შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით.

ამ ეტაპის სწორად განხორციელება მნიშვნელოვანია რათა არ შეიქმნას გაუგებრობა საიტზე მუშაობისა და ჩაბარების მომენტში.

საიტის პირველადი ვერსიის წარდგენა – შემსრულებელი წარუდგენს დამკვეთს საიტის პირველ ვერსიას, რომელიც მოიცავს ყველა იმ ძირითად ფუნქციას, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.

ამ ეტაპზე დამკვეთმა უნდა გადახედოს საიტს, ჩამოწეროს შენიშვნები ერთიანი სახით და გაუგზავნოს შემსრულებელს.

საიტის საბოლოო ვერსიის წარდგენა – შემსრულებელი ითვალისწინებს დამკვეთის შენიშვნებს და დასრულებული სახით უგზავნის მას.

ამ ეტაპზე შესაძლოა არსებობდეს დამატებითი წვრილმანი შენიშვნები, რომელთა გამოსწორება არ საჭიროებს დიდ დროს და რესურს, ამით სრულდება პროექტზე მუშაობა და მხარეები გადადიან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე.

საიტის მართვა და ტექნიკური უზრუნველყოფა – ნებისმიერ ვებ-საიტს სჭირდება ტექნიკური პირი, რომელიც მეთვალყურეობს მას და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საიტის ტექნიკურ მომსახურებას.

როგორც წესი, ამ ფუნქციას ასრულებს ის პირი ან კომპანია, რომელმაც შექმნა საიტი.

რა ღირს საიტის დამზადება?

რა ღირს საიტის შექმნა? ეს არის ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელზეც პასუხი ხშირად ბუნდოვანია.

საიტის დამზადების ღირებულება დამოკიდებულია მის ფუნქციონალზე, სისტემაზე, რომელზეც ხდება საიტის გაკეთება.

საიტის შექმნაასევე საიტის ფასი დამოკიდებულია მისი დიზაინის სირთულეზე და სხვა კომპონენტებზე, რომლებიც თანხმდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის.

საქართველოში ყველანაირ ბიუჯეტში ამზადებენ საიტებს: დამოუკიდებელი პროგრამისტები, ვებ სტუდიები და სარეკლამო კომპანიები.

ვებ-გვერდების დამზადების ფასი შედარებით ნაკლებია, თუ საიტების დამზადება ხდება მზა პლატფორმებზე, როგორიცაა WordPress, Wix და Drupal. 

გამოწვევები: ხშირად დაბალი ღირებულება – უხარისხობას ან ვადების არსებითად გადაცილებას ნიშნავს.

მეორე მხრივ, შესაძლოა მოტყუვდეთ და გადაიხადოთ რეალურზე გაცილებით ძვირი.

მთავარი პრინციპია: კარგი ხარისხის ვებგვერდის დამზადება, მისაღებ ფასში.

თუ დაბალი ბიუჯეტი გაქვთ, უმჯობესია მიმართოთ დამოუკიდებელ პროგრამისტებს, რომლებიც ყველაზე იაფად ამზადებენ ვებგვერდებს, თუმცა ხშირად ვადებში ვერ ეტევიან, ჭირდებათ კონტროლი, ასევე შესაძლოა ვერ დაასრულონ ან უხარისხოთ შეასრულონ სამუშაო.

ჩვენი რჩევა: ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია გაეცნოთ შემსრულებლის ნამუშევრებს ან გაესაუბროთ მის ყოფილ დამკვეთებს.

რაც შეეხება ვებ-სტუდიებსა და სარეკლამო კომპანიებს, არის რისკი, რომ თქვენ იმაზე გაცილებით მეტს გადაიხდით, ვიდრე სამუშაოს საბაზრო ღირებულებაა, ასევე ზოგიერთი ვებ-სტუდია იმავე პრობლემებით ხასიათდება, რითიც დამოუკიდებელი პროგრამისტები.

შეარჩიეთ 4-5 კომპანია, გაეცანით მათ პირობებს და ნამუშევრებს და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება.

მზა საიტები: მზა პლატფორმაზე საიტების შექმნა თუ გადაწყვიტეთ, ჩვენ რჩევა იქნება საიტის აწყობა ვორდპრესის პლატფორმაზე, რაზეც უფრო დეტალურად სტატიის ქვედა ნაწილში ვისაუბრებთ.

როგორი უნდა იყოს საიტის დიზაინი?

ვებგვერდის დიზაინი და მასთან დაკავშირებული ტენდენციები სწრაფი ტემპებით იცვლება, რაც აქტუალურია დღეს, შესაძლოა აღარ იყოს აქტუალური ხვალ.

საიტის დიზაინი დამოკიდებულია თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე, მიზნებზე, გამოწვევებზე, ორგანიზაციის ბრენდბუქის ელემენტებზე, მათ შორის ბრენდის ფერთა პალიტრაზე და სხვა ფაქტორებზე.

ნებისმიერი ტიპის საიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საიტის დიზაინი მაქსიმალურად მორგებული მომხმარებელზე და მობილურ ხელსაწყოებზე, როგორიცაა ტელეფონი და პლანშეტები.

მიმდინარე წელს აქტუალურია მინიმალისტური დიზაინი, ანიმაციური ელემენტები და სადა ფერთა გამა.

ჩვენი რჩევა: შეუთანხმდით შემსრულებელს საიტის დიზაინზე, გაუგაზავნეთ თქვენთვის სასურველი ნიმუშები, ხოლო თუ არ იცით როგორი ვებ გვერდის დიზაინი გსურთ, მიანდეთ საქმე პროფესიონალს.

როგორ შევარჩიოთ ვებ სტუდია & ვებ პროგრამისტი?

ვებ სტუდია თუ ვებ პროგრამისტი – როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შემსრულებელი?

განვიხილოთ ძირითადი კრიტერიუმები შემსრულებლის არჩევისას:

ნამუშევრები – პირველ რიგში აუცილებელია გავეცნოთ შემსრულებლის ნამუშევრებს, უნდა დარწმუნდეთ, რომ წარმოდგენილი ვებ-გვერდები რეალურად მათი დამზადებულია, ხოლო შემდგომ შეაფასოთ და შეადაროთ სხვა შემსრულებლის ნამუშევრებს.

ფასი – ყველაზე იაფი არ ნიშნავს, რომ დაზოგავთ ფინანსებს, ხოლო ყველაზე ძვირი არ ნიშნავს, რომ მიიღებთ საუკეთესო ხარისხსს. 

ფასი არ უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი, თუმცა იგი არსებითი და აუცილებელი ფაქტორია გადაწყვეტილების მისაღებად.

პირადი თვისებები – შესაძლოა მოგეწონოთ ნამუშევრები, მისაღები იყოს ფასი, თუმცა თუ ეჭვი გეპარებათ შემსრულებლის პირად თვისებებში, მათ შორის უპირველეს ყოვლისა პატიოსნებაში, შეგიძლიათ დაივიწყოთ სხვა კრიტერიუმები და მოიძიოთ სხვა ვარიანტი.

WordPress საიტის აწყობა

ამჟამად, ვებ-საიტების 40% დამზადებულია WordPress-ის ძრავზე, მსოფლიოს მასშტაბით.

2016 წელს ეს მაჩვენებელი 25% შეადგენდა

როგორც ხედავთ, საიტების დამზადება ვორდპრესზე სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც განპირობებულია ორი მიზეზით.

ვორდპრესზე საიტის აწყობა არის 1. იაფი & 2. ხარისხიანი

თუმცა, კომლექსური ფუნქციონალის მქონე საიტის შექმნა არ არის რეკომენდირებული ვორდპრესზე, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია დაიწეროს უნიკალური კოდი და პროექტი შეიქმნას 0-დან.

ხშირად დასმული კითხვები ვორდპრესზე:

-ვორდპრესი უსაფრთხოა?

WordPress-ის საიტები სრულიად უსაფრთხოა, თუ დაცულია ყველა ძირითადი რეკომენდაცია და მოთხოვნა, რაც ასეთი ტიპის საიტების მიმართ არსებობს, მათ შორის დროულად ხორციელდება ტექნიკური განახლებები და საიტზე არ არის გამოყენებული უხარისხო და არალიცენზირებული პროგრამები (პლაგინები)

-რამდენად ხარისხიანია?

სწორად შექმნილი ვორდპრესის საიტი გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე იმავე ბიუჯეტით აწყობილი სხვა ნებისმიერი ალტერნატიული მეთოდით შექმნილი საიტი.

– აქვს თუ არა რაიმე შეზღუდვები?

თუ გსურთ კომლექსური საიტის დამზადება, რომელსაც ექნება არასტანდარტული ფუნქციონალი და უამრავი ინტეგრაცია, შესაძლოა ვორდპრესი არ იყოს საუკეთესო საშუალება.

თუმცა, სტანდარტული ვებსაიტის შექმნა თუ გსურთ, როგორიცაა საინფორმაციო, კორპორატიული, კატალოგის ტიპის ვებ-გვერდი ან ონლაინ მაღაზია, მაშინ WordPress არის უალტერნატივო.

გსურთ საიტის გაკეთება და გაქვთ დამატებითი შეკითხვები?

გაინტერესებთ ეს და სხვა საკითხები? მოგვწერეთ მეილზე mediaweb.ge@gmail.com, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია, ვებ-გვერდის შექმნა & განვითარების საკითხებში.

სხვა საკითხები:

  • რა ფუნქციები უნდა გააჩნდეს თქვენს ვებსაიტს?

  • საიტის ოპტიმიზაცია?

  • ვებ-საიტის პიარი?

ერთგვერდიანი საიტის შექმნა

ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის ერთგვერდიანი საიტის დამზადება შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს.

სამშენებლო საიტის დამზადება

როგორც სამშენებლო საიტის გაკეთება ხდება ორი დანიშნულებით:

1.საინფორმაციო ტიპის საიტი 

მიზანი – სამშენებლო კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის განთავსება, მიმდინარე და დასრულებული პროექტების წარმოჩენა, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალების მეშვეობით.

 

2.ფუნქციური დატვირთვის მქონე ვებგვერდი

მიზანი – მიმდინარე სამშნებელო პროექტების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია, მათ შორის პროექტის სართულების განშლა, თითოეული ბინის 2D და 3D ვიზუალიზაცია. კონკრეტული ბინების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

ვებსაიტის დამზადება

ვებსაიტების დამზადება

saitis damzaeba