სოციალური მედია მარკეტინგი
სოციალური მედია მარკეტინგი ცალსახად არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება საქართველოში.
ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინკედინი, იუთუბი, ტიკტოკი – ეს ის არხებია, რომლებზეც აქტიურობენ ქართული კომპანიები, ცნობადობისა და მეტი გაყიდვების უზრუნველსაყოფად.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ქართულ ბაზარს, ფასებს და საუკეთესო გამოცდილებიდან გამომდინარე მოგცემთ რჩევებს, თუ რომელი სოციალური მედია სტრატეგია იქნება მომგებიანი, თქვენი ბიზნესისთვის.
რა არის სოციალური მედია?
სოციალური მედიის მართვა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება – ამ ეტაპზე ხდება მიზნების დასახვა, სარეკლამო გეგმის შემუშავება, პოტენციური მომხმარებლის განსაზღვრა და შესაბამისი კონტენტის შინაარსის მოფიქრება.
- სარეკლამო კონტენტის (პოსტების) შექმნა – პოსტები იქმნება წინასწარ განსაზღვრული შინაარსის მიხედვით, ეფექტური დიზაინითა და ტექსტით.
- სარეკლამო აქტივობის განხორციელება – პოსტების შედგენის შემდგომ ხდება მათი დარეკლამება მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით, ასაკის, სქესის და ადგილმდებარეობის მიხედვით.
- შედეგების მონიტორინგი & ანალიზი და კორექცია – მიღებული შედეგები ფასდება და ხორციელდება კორექცია, რომელიც მიმართულია შედეგების გაუმჯობესებისკენ.
რატომ ჭირდება თქვენ ბიზნეს სოციალური მედიის მენეჯმენტი?
სოციალური მედიის მომსახურება ჯდება გაცილებით იაფი, ვიდრე ტრადიციული რეკლამა, როგორიცაა ტელევიზია ან ქუჩაში ბანერის გაკვრა.
გარდა ამისა, ხალხი აქტიურად სარგებლობს სოციალური ქსელებით, თქვენ არეკლამებთ იქ, სადაც პოტენციური მომხმარებლები არიან.
სოციალური ქსელების მართვა – ეს არის ახალი ტექნოლოგიების მიერ მოცემული შესაძლობა, რეკლამა გაუშვათ ადამიანთა ნებისმიერ სეგმენტზე, მათი ადგილმდებარეობის, სქესის, ინტერესების, ასაკის და ქცევების შესაბამისად.
და ბოლოს, რეკლამა სოციალურ მედიაში რეალურად უზრუნველყოფს მეტ გაყიდვებს!
რა უნარ-ჩვევებია საჭირო სოციალური ქსელების მართვა & გამგეობისთვის?
დიზაინთან მუშაობის უნარი – მაღალი ხარისხის სარეკლამო პოსტების დასამზადებლად აუცილებელია დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა ფოტოშოპი, ილუსტრატორი და სხვა. ამ უნარის გარეშე, სრულყოფილი სოციალური მედია მარკეტინგი ვერ განხორციელდება.
ტექსტის წერა – იგივე შეიძლება ითქვას ტექსტის წერის უნარზეც, მნიშვნელოვანია ყველა ტექსტი დაიწეროს ლაკონურად, მაქსიმალურად უშეცდომოდ და საინტერესოდ.
სწორი რეკლამის გაშვების უნარი – სწორი რეკლამის განხორციელების გარდა, მნიშვნელოვანია გქონდეთ უნარი, სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროთ სარეკლამო აქტივობის დროს წარმოშობილი პრობლემები, რაც საკმაოდ ხშირია სოციალური მედიის შემთხვევაში.
ეფექტური კომუნიკაცია – შესაძლოა გქონდეთ იდეალური დიზაინის და საინტერესო ტექსტის მქონე პოსტი, რეკლამაც კარგად გაუშვათ, თუმცა თუ დაინტერესებული პირების მიმართ გექნებათ არასწორი და ცუდი კომუნიკაცია, დაკარგავთ პოტენციური კლიენტების 60-80%-ს.
ანალიტიკური უნარჩევები – ნებისმიერ სარეკლამო აქტივობას გააჩნია თავისი ხარვეზები და გამოსწორების შესაძლებლობა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ანალიტიკური უნარი, რათა ეს ხარვეზები ჯერ აღმოაჩინოთ, ხოლო შემდგომ მოახდინოთ მათი კორექცია.
განვითარების უნარი – სოციალური მედია ყოველთვის ვითარდება, ემატება ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები, აუცილებელია განვითარდეთ მასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავთ კონკურენტუნარიანობას.
რა ღირს სოციალური მედიის მართვა საქართველოში?
როგორც უკვე აღინიშნა, სოციალური მედიის მართვა ხორციელდება შიდა კადრების მეშვეობით ან მარკეტინგული აუთსორსინგის გამოყენებით.
1.შიდა კადრი
ფინანსური ხარჯები: გამოცდილი სოციალური მედიის მენეჯერის ხელფასი იწყება 1200 ლარიდან (ხელზე ასაღები თანხა), გარდა ამისა თქვენ გექნება საშემოსავლო გადასახადი 300 ლარი და საპენსიო გადასახადი.
რა თქმა უნდა, უფრო იაფადაც არის შესაძლებელი ასეთი კადრის მოძიება, თუმცა გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების ნაკლებობის ხარჯზე, რაც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს თქვენი მარკეტინგული აქტივობის შედეგებზე.
შრომითი ურთიერთობა: კადრის აყვანა ნიშნავს შრომის ურთიერთობებში შესვლას, რაც გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს დამქირავებელს, კერძოდ აუცილებელია მინიმუმ 12 თვიანი ხელშეკრულების გაფორმება, რომლის შეწყვეტა ვადაზე ადრე პრობლემულია, ასევე დამქირავებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებული გარკვეული სოციალური გარანტიებითაც.
ტრეინინგები და კურსები: მნიშვნელოვანია მუდმივად განავითაროთ თქვენი კადრი, დააფინანსორთ სოციალური მედიის კურსები და ტრეინინგები.
2.მარკეტინგული აუთსორსინგი
ფინანსური ხარჯები: პროფესიონალური სერვისის მიღების შესაძლებლობა გაქვთ 400 ლარიდან.
მომსახურების ხელშეკრულება: ნებისმიერი მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა არის შესაძლებელი ვადაზე ადრე, გაცილებით ნაკლები რისკებით, ვიდრე შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში
ტრეინინგები და კურსები: თქვენ ამაზე ზრუნვა არა მოგიწევთ. როგორც წესი, თქვენი სოციალური მედიის გვერდზე იმუშავებს რამდენიმე ადამიანი, რომლის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს და მომსახურების ხარისხს აკონტროლებენ მარკეტინგული კომპანიის მენეჯერები.