რეკლამირება ფეისბუქზე - 2024 წელს
უკვე მრავალი წელია, რაც რეკლამირება ფეისბუქზე ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახდა.
ამ სტატიაში განვიხილავთ უახლოეს ტენდენციებს და მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ განვახორციელოთ ეფექტური რეკლამა ფეისბუქზე 2024 წელს.
რეკლამა FB-ზე გართულდა
დავიწყოთ იქიდან, რომ ფეისბუქზე რეკლამირება ძალიან გართულდა, რაც განპირობებულია Facebook-ის მკაცრი პოლიტიკით – იგი აღარ გაპატიებთ შეცდომას.
თუ თქვენ მიერ გაშვებული რეკლამა არღვევს ფეისბუქის წესებს და პირობებს, შესაძლოა მცირე დარღვევისთვისაც უმკაცრესი სასჯელი მიიღოთ – რეკლამირების შესაძლებლობის აკრძალვა, უვადოთ.
ამიტომაც, პირველ რიგში გაეცანით ფეისბუქის წესებს, აკრძალული რეკლამისა და კონტენტის ტიპებს.
როგორ გავაკეთოთ რეკლამა ფეისბუქზე?
მნიშვნელოვანია რეკლამირება განახორციელოთ ვერიფიცირებული ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, რაც თავიდან აგარიდებთ თქვენი გვერდის ან რეკლამის უმიზეზოდ შეფერხებას ფეისბუქის მხრიდან.
თუმცა სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფლება გაქვთ დაარღვიოთ ფეისბუქის წესები და აკრძალვები. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იმავე სიმკაცრით დაგეკისრებათ.
გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კონტენტი, ისეთი ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალები, რომლებიც ფეისბუქ რეკლამირების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.
გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი პოსტი განაპირობებს რეკლამის ეფექტურობას, რაც უფრო უხარისხოა პოსტი, მით უფრო ძვირი ჯდება მისი დარეკლამება და თქვენთვის სასურველი შედეგი.
ფეისბუქ ბუსტი თუ Ads Manager?
ფეისბუქ გვერდის მართვას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.
კონტენტის შექმნა, კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე პასუხის გაცემა და ადგილობრივ ჯგუფებში აქტიურობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა.
ძალიან საწყენია, როდესაც ყველაფრის მიუხედავად, გვერდზე აქტივობა არც თუ ისე შთამბეჭდავია.
იცოდით, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე ფეისბუქის ალგორითმი მნიშვნელოვნად შეიცვალა?
თუ 7 წლის წინ სტანდარტულ პოსტს თქვენი გვერდის მიმდევრების 40-70% ნახავდა, ახლა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2-6%-ს შეადგენს.
ეს ფეისბუქის სტრატეგიაა, რომ ფასიანი რეკლამებისკენ გიბიძგოთ.
რეკლამა ფეისბუქზე
რეკლამირება ფეისბუქზე ორი გზით არის შესაძლებელი:
პოსტი შეიძლება “დაიბუსტოს” ან გაეშვას რეკლამა ფეისბუქის ბიზნეს მენეჯერიდან.
ალბათ, შეგიმჩნევიათ კიდეც ბუსტის ღილაკი თქვენი პოსტების ქვემოთ, ან იქნებ გიცდიათ კიდეც პოსტის ასე დარეკლამება – ეს რეკლამის ყველაზე მარტივი ვარიანტია. ბიზნეს მენეჯერიდან რეკლამის გაშვება შედარებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს, რადგან მას გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს.
განსხვავება დაბუსტვასა და რეკლამას შორის
ერთი შეხედვით, ბუსტიც ერთგვარი რეკლამაა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად შეგიძლიათ კამპანიის თქვენს ინტერესებზე მორგება.
ბუსტის არჩევისას თქვენ ირჩევთ მხოლოდ სამ რამეს – სამიზნე აუდიტორიას, ბიუჯეტსა და რეკლამის ხანგრძლივობას.
თუ სარეკლამოდ მხოლოდ ბუსტს მიმართავთ, გამოდის, რომ ფეისბუქის სრულ პოტენციალს ვერ იყენებთ.
ფეისბუქი გაძლევთ საშუალებას ხმა მიაწვდინოთ ახალ მომხმარებელს და ამავდროულად, გეხმარებათ იპოვოთ იდეალური აუდიტორია. შედეგად კი იღებთ მაქსიმალურ აქტივობას, მინიმალურ ფასად.
ფეისბუქს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს თქვენს პოტენციურ აუდიტორიაზე, ვიდრე რომელიმე სხვა ორგანიზაციას.
ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ განსაზღვროთ იმ ადამიანების ზუსტი ასაკი, ადგილმდებარეობა, პროფესია და შემოსავალი, ვინც ყველაზე ხელსაყრელი იქნება თქვენი კომპანიისთვის. ამას გარდა, შესაძლებელია აუდიტორიის ინტერესების მიხედვით დავიწროვებაც.
მთავარია, ყოველთვის დატესტოთ რამდენიმე ტიპის სარეკლამო კამპანია, სანამ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს იპოვით.
სწორედ ესაა ფეისბუქის ბიზნეს მენეჯერის მთავარი უპირატესობა.
ფეისბუქი მუდმივად აახლებს ამ პლატფორმას, ჩვენ შეგვიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ ბიზნეს მენეჯერიდან რეკლამის გაშვების პროცესი.
პირველ რიგში, კამპანიის შექმნისას აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს მთავარი მიზანი. თუ გსურთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს თქვენი რეკლამა მინიმალურ ფასად, აირჩიეთ Traffic-ის ტიპი.
თუ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას აგროვებთ და მათგან ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან სახელი და გვარი გჭირდებათ, Lead Generation უნდა აირჩიოთ. ვებსაიტზე ვიზიტორების რაოდენობის გასაზრდელად კი Conversion კამპანია გამოგადგებათ.
ადგილობრივი ბიზნესებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტებია ტრაფიკის, ჩართულობისა და კონვერტაციებისკენ მიმართული რეკლამა.
კამპანიის მიზნის შერჩევა მარტივი საქმეა, განსხვავებით აუდიტორიისა და ბიუჯეტს განსაზღვრისგან. ამ ნაბიჯმა შესაძლოა პირდაპირ გადაწყვიტოს თქვენი რეკლამის ბედი.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ფეისბუქი გვეხმარება შევარჩიოთ ადამიანთა ჯგუფი მათი ადგილმდებარეობის, ასაკის, სქესის, ინტერესის, ქცევის თავისებურებისა და სხვა დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით.
როგორც ზემოთ მოყვანილი ფოტოდან ჩანს, უმჯობესია დატესტოთ რამდენიმე ტიპის აუდიტორია, რომ საბოლოოდ იდეალურ სამიზნე ჯგუფს მიაგნოთ.
ტრადიციული რეკლამისგან განსხვავებით, ფეისბუქზე არ ხართ ვალდებული სრულად დახარჯოთ მითითებული ბიუჯეტი. თუ შეამჩნევთ, რომ რეკლამა არ მუშაობს, შეგიძლიათ ის მარტივად გათიშოთ.
როდესაც სხვადასხვა კამპანიის შედარებას გადაწყვეტთ, შეადარეთ ისინი რეკლამაზე თითო კლიკის ფასის (cost per click), ან ყოველი 1000 ნახვის ღირებულების (cost per 1000 views-CPM) მიხედვით.
აქ ყველაზე ნათლად გამოჩნდება რომელი აუდიტორია აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული.
სარეკლამო პოსტი ისაა, რასაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები დაინახავენ.
ის შედგება ვიზუალური და ტექსტური მასალისგან. თუ შეეცდებით პროდუქტი ისეთ აუდიტორიას მიჰყიდოთ, რომელიც დაინტერესებული არაა, ყველაზე მიმზიდველი რეკლამაც კი წარუმატებელი აღმოჩნდება.
ამიტომ, უნდა იცოდეთ, რომ ტექსტი და ვიზუალი მნიშვნელოვანია, თუმცა შედეგს წინა ნაბიჯების სწორად გადადგმის გარეშე ვერ მიაღწევთ.
სარეკლამო პოსტს ოთხი ძირითადი ნაწილი აქვს:
1.ერთი ან რამდენიმე ფოტო/ვიდეო – ფეისბუქზე შეიძლიათ სარეკლამოდ შეარჩიოთ ერთი ფოტო, ვიდეო ან კარუსელის ტიპის პოსტი – რომელიც ერთ რეკლამაში რამდენიმე ფოტოს ან ვიდეოს აერთიანებს.
ვიზუალის მთავარი მიზანი მსქროლავი ადამიანის ყურადღების მიპყრობაა. ფეისბუქის ალგორითმისთვის ყველაზე მიმზიდველი ვიზუალი – ვიდეოა, რომელიც ყველაზე მარტივად იქცევს ყურადღებას.
2.ძირითადი ტექსტი – ანუ ტექსტი, რომელიც ვიზუალის ზემოთაა განთავსებული და რომელიც მეტ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს.
წაკითხვის შემდეგ, იდეალურ შემთხვევაში, ადამიანს იმის სურვილი უნდა გაუჩნდეს, რომ კომენტარების ან პირადი შეტყობინების საშუალებით დაგიკავშირდეთ.
შეეცადეთ იყოთ ლაკონური და პირდაპირი – ასე მეტი შანსია, რომ მომხმარებელმა ბოლომდე წაიკითხოს თქვენი შეთავაზება.
3.სათაური – ძირითად ტექსტამდე მომხმარებელი რეკლამის სათაურს კითხულობს. სათაური ფოტოს ქვემოთაა მოთავსებული. ჩვენი მიზანია დამატებითი კითხვა გავუჩინოთ მომხმარებელს – „მე მინდა გავიგო მეტი“.
თუ გსურთ ისწავლოთ საინტერესო სათაურების წერა, გადახედეთ ახალ ამბებს. ჟურნალისტები მუდმივად აკვირდებიან, თუ რომელ სათაურებს ეხმაურება ყველაზე მეტი ადამიანი, თქვენ შეგიძლიათ მათი გამოცდილება გაითვალისწინოთ.
4.აღწერა/მოწოდება (call to action) – აღწერა მოკლე ტექსტია სათაურის ქვემოთ, მოწოდება კი ღილაკია, რომელიც ავტომატურად გადაამისამართებს მომხმარებელს თქვენთვის სასურველ ადგილას.
რეკლამების 95%-ში ეს ღილაკი სასურველია იყოს „Learn More” – გაიგე მეტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვებ-გვერდზე ან აპლიკაციის გადმოსაწერად გვინდა გადავამისამართოთ მომხმარებელი.
გაითვალისწინეთ, რომ აუდიტორია თქვენი აღწერის მხოლოდ პირველ 5-10 სიტყვას ხედავს, ამიტომ ნუ ეცდებით დიდი ტექსტების წერას.
საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ, როდესაც ფეისბუქზე რეკლამის გაშვებას დააპირებთ ისაა, რომ არ უნდა გაჩერდეთ, თუ თქვენი პირველი კამპანიაა არ გაამართლებს.
ყველაზე გამოცდილი სოციალური მედიის მენეჯერებიც კი ფრთხილად ტესტავენ ყველა შერჩეულ პარამეტრს, სანამ ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდაზე დაფიქრდებიან.
თუ გსურთ მაქსიმალურად დაიზღვიოთ თავი მოსალოდნელი შეცდომებისგან, უმჯობესია დაიქირავოთ ადამიანი ან კომპანია, რომელსაც უკვე აქვს თქვენს მსგავს ბიზნესებთან მუშაობის გამოცდილება.
მათ აუცილებლად ეცოდინებათ საუკეთესო გზები მაქსიმალური შედეგის მისაღებად, მინიმალურ ფასად.