,

რეკლამა გუგლში & Google ads

რეკლამა გუგლში & Google ads

რატომაა რეკლამა გუგლში (Google ads) მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

ევროპულ ბაზარზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა 92% აცხადებს, რომ მათ საძიებო სისტემაში მოიძიეს ინფორმაცია, სანამ გააკეთებდნენ კონკრეტული პროდუქციის & მომსახურების შესყიდვას. 

სიტუაცია არ განსხვავდება საქართველოშიც, სადაც წამყვანი საძიებო სისტემაა Google, ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების 99% იყენებს მას სხვადასხვა პროდუქციის ან მომსახურების მოსაძებნად.

მეორე მხრივ, გუგლი აძლევს საშუალებას ბიზნესებს დაარეკლამონ საკუთარი შეთავაზებები, ისე რომ პოტენციური მომხმარებლს ძიებისას, პირველ რიგში, ამოუვარდეს მათი შეთავაზება.

ამდენად, გუგლში რეკლამა არის ყველაზე ეფექტური გზა, თქვენი შეთავაზება მიუვიდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ მისი ხილვა – მათ, ვინც თავად ეძებს თქვენ პროდუქტს & მომსახურებას.

 

რეკლამა გუგლში

გუგლში რეკლამირება - რას მოიცავს

რეკლამა გუგლში მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

1.რეკლამის ტიპის შერჩევა – რომელი ტიპის რეკლამა არის ყველაზე ეფექტური თქვენი ბიზნესისთვის, საძიებო სისტემაში რეკლამირება, თუ გუგლის საბანერო რეკლამა?

შესაძლოა სოციალური მედიის მართვა იყოს უკეთესი ალტერნატივა.

2.სარეკლამო აქაუნთის მოწესრიგება და რეკლამის გაშვება

3. გუგლში რეკლამის მართვა – მონიტორინგი, შედეგების მიხედვით რეკლამის კორექტირება.

ტოპ 3 შეცდომა Google ads-ში

1. არსებობს უკეთესი ალტერნატივა – თქვენი საქმიანობის გათვალისწინებით რეალურად არ გჭირდებათ გუგლში რეკლამირება და არსებობს უკეთესი ალტერნატივები, ისეთი, როგორიცაა Facebook რეკლამა.

2.არასწორი ბიუჯეტი – უნდა მოხდეს ოპტიმალური ბიუჯეტის შერჩევა, ძალიან დაბალი ბიუჯეტი არ მოგიტანთ შედეგებს, ხოლო ძალიან მაღალი ბიუჯეტი მოგცემთ არასწორ მოლოდინებს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მარკეტინგული ხარჯების ფლანგვას.

3. “თვითონ იტრიალოს” – ხშირად გუგლში რეკლამის გაშვება მონიტორინგის და შეფასებების გარეშე, რაც განაპირობებს სარეკლამო ხარჯებს ხარჯვას მინიმალური შედეგით.