საიტის SEO ოპტიმიზაცია - რაში გვჭირდება?
SEO ოპტიმიზაციის მეშვეობით თქვენ ღებულობთ უფასო საიტის მომხმარებლებს, მათ შორის პოტენციურ კლიენტებს, საძიებო სისტემებიდან.
საქართველოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google-ია, შესაბამისად ამ სტატიაში აქცენტს გუგლის მიმართ საიტის ოპტიმიზაციაზე გავაკეთებთ.
რა არის სეო ოპტიმიზაცია ?
მოქმედებათა ერთობლიობა, როგორც საიტზე, ასევე მის გარეთ, ინტერნეტ სივრცეში, რომელთა მიზანია საძიებო სისტემაში, რაც შეიძლება მაღალი პოზიციების დაკავება.
SEO-ს ძირითადი ელემენტებია:
- საიტის ტექნიკური გამართულობა
- უნიკალური და საინტერესო კონტენტი
- საიტის სიჩქარე და დაცულობა
- შიდა და გარე ლინკების ეფექტური მენეჯმენტი.
რა სარგებელი მოაქვს საიტის SEO ოპტიმიზაციას?
მაგალითად: ჩავწეროთ გუგლის საძიებო სისტემაში “სახლის მშენებლობა”
შედეგების მიხედვით 1-3 პოზიციების მქონე საიტები გაცილებით მეტ მომხმარებელს ღებულობენ, ვიდრე შემდეგ 100 გვერდზე განთავსებული საიტები.
რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საიტებს უფრო დიდი შანსი აქვთ მიიღონ პოტენციური მომხმარებლები, რასაც ხშირად რეალური შეკვეთები მოყვება.
SEO- ხშირად დასმული შეკითხვები
SEO მომსახურება შედგება ბევრი კომპონენტისგან. სერვისის ღირებულება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა თქვენი საიტის არსებული მდგომარეობა, საძიებო სიტყვების რაოდენობა და კონკურენცია, სფერო, ენა და სხვა.
არსებითი შედეგების მიღებას ჭირდება მინიმუმ 6-12 თვე, თუმცა უფრო მცირე პერიოდში იქნება გარკვეული წინსვლა.
ვადები, ისევე, როგორც ღირებულება დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რომელთა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ.
ხშირად ისმევა შეკითხვა, რამდენად ეფექტურია ერთჯერადი SEO ოპტიმიზაცია, ვთქვათ საიტის დამზადების შემდგომ და რა შედეგებს მოგვიტანს იგი?
ერთჯერად ოპტიმიზაციაში ხშირად იგულისხმება პირველად ტექნიკური საკითხებს მოგვარება, რაც მომავალში გაგვიადვილებს შედეგების მიღებას საძიებო სისტემაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მხოლოდ დასაწყისია.
მეორე მხრივ, თუ ერთჯერადი ტექნიკური ღონისძიებები არასწორედ განხორციელდა, შესაძლოა მათი გამოსწორებისთვის საკმაოდ დიდი თანხა და დრო დაკარგოთ.