მარკეტინგული სტრატეგია

მარკეტინგული სტრატეგია 2024 წელს

მარკეტინგული სტრატეგია

წარმატებული მარკეტინგული აქტივობის საფუძველია ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია, რაც თქვენს ბიზნეს დაუზოგავს ორ მნიშვნელოვან რესურსს – ფულს და დროს.

გაქვთ კარგი პროდუქცია ან მომსახურება, მისაღები ფასი და მაინც არ იცით როგორ გაზარდოთ გაყიდვები?

ამისათვის ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია დაგეხმარებათ, მორგებული თქვენს მიზნებსა და საჭიროებებზე.

5 ნაბიჯი წარმატებისკენ

ქართული კომპანიების 90% არ გააჩნია ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია, შედეგად მარკეტინგული აქტივობა ქაოტურია, ხოლო სარეკლამო ბიუჯეტი იფლანგება.

წარმოგიდგენთ 7 ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენს კომპანიაზე მორგებული წარმატებული მარკეტინგის სტრატეგია:

მიზნების განსაზღვრა

მიზნების განსაზღვრით იწყება ყველაფერი. თუ არ გაქვთ მიზნები, ვერ იარსებებს ვერც მათი მიღწევის სტრატეგია.

ნებისმიერი მიზანი უნდა განისაზღვროს SMART კრიტერიუმებით.

  • Specific – მიზანი უნდა იყოს კონკრეტულად ჩამოყალიბებული, მაგ: საიტის ვიზიტორების ზრდა 30%-ით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში.
  • Measurable – გაზმოვადი, შესაბამისი ხელსაწყოების მეშვეობით, მაგ: Google-ის Search Console-ის მეშვეობით გაზომავთ საიტის ვიზიტორების რაოდენობას საიტის სეო ოპტიმიზაციის შედეგად.
  • Achievable – მიზანი უნდა იყოს მიღწევადი, რაციონალური.
  • Relevant – მიზანი უშუალო კავშირში უნდა იყოს თქვენს ბიზნეს საქმიანობასთან.
  • Timely goals – მიზნები უნდა იყოს დროში გაწერილი, კონკრეტულად როდის გსურთ ამ მიზნების მიღწევა.

არსებული მდგომარეობის შეფასება

მოქმედების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ზუსტად გქონდეთ შეფასებული არსებული მდგომარეობა, რა გაქვთ ახლა და რისი მიღწევა გსურთ მომავალში.

მაგალითად:

1. ბრენდის არსებობა – გაქვთ თუ არა შექმნილი ბრენდი, ლოგოს დიზაინი და ბრენდინგის სხვა ელემენტები.

2.ვებ-საიტის დამზადება – გაქვთ თუ არა მოქმედი ვებ-გვერდი და რა მდგომარეობაშია იგი.

3.სოციალური მედია – იყენებთ თუ არა სოციალური მედიის პლატფორმებს, რომელ არხებს და როგორ?

4.წარსული სარეკლამო აქტივობის ანალიზი – რა ბიუჯეტი დაიხარჯა ბოლო 1 წლის განმავლობაში, როგორი შედეგები მიიღეთ, რა ტიპის რეკლამას მოაქვს შედეგები და რითი ხართ უკმაყოფილო.

პოტენციური მომხმარებლი და მისი ქცევა

ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა მიმართულია პოტენციური მომხმარებლებისკენ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ ვინ არიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები, რათა რესურსები არ დახარჯოთ მათზე, ვისაც არ აინტერესბს ჩვენი პროდუქცია ან მომსახურება.

დავაყენოთ საკუთარი თავი ჩვენი პოტენციური მომხმარებლების ადგილზე და დავსვათ შეკითხვები:

  • სად ყიდულობს ჩვენს პროდუქციას ან მომსახურებას?
  • სად ეძებს ინფორმაციას?
  • რა საჭიროებების და პრობლემების გადაჭრაში შეგვიძლია დავეხმაროთ?
  • რომელ პლატფორმაზე ატარებს დროის უმეტეს ნაწილს?
  • და სხვა..

მომხმარებელთან დაკავშირება

მომხმარებლის ინტერესების და ქცევის კვლევა საშუალებას გაძლევთ შეიმუშავოთ მათთან დასაკავშირებლად საჭირო ღონისძიებები.

რა ნაბიჯებს დგამს მომხმარებელი ჩვენი პროდუქციის ან მომსახურების შესაძენად?

განვიხილოთ დეტალურად თითოეული ნაბიჯი:

პირველი შეხება:

ეს არის მომენტი, როდესაც თქვენი პოტენციური მომხმარებელი პირველად იგებს ინფორმაციას თქვენი არსებობის შესახებ, მაგალითად: ფეისბუქ რეკლამიდან ან გუგლში ძიებისას შემოვა თქვენს ვებ-საიტზე.

თქვენი სტრატეგია ამ ეტაპზე: პირველი შეხება უნდა იყოს განსაკუთრებული, საიტზე შემოვა – უნდა დახვდეს სასარგებლო ინფორმაცია, ფეისბუქის მესენჯერში მოიწერება – პასუხის უნდა იყოს სწრაფი და სრულყოფილი.

უნდა გასაზღვროთ თითოეული შეხების წერტილი მომხმარებელთან და თქვენი ქმედება.

ინტერესის გაჩენა:

მომხმარებელი გაეცნო თქვენ შესახებ ინფორმაციას და გაუჩნდა რაღაცის ინტერესი, მათ შორის მეტი ინფორმაციის მიღების, შეკვეთის გაკეთების, სამომავლოდ დაკავშირების და ა.შ.

თქვენი სტრატეგია ამ ეტაპზე: მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ გაუღვივოთ ეს ინტერესი, მიაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, შესთავაზოთ სატელეფონო საუბარი ან შეხვედრა, რათა უფრო ახლოს გააცნოთ თქვენი პროდუქცია ან შეთავაზება.

კავშირის გაღრმავება:

ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, მომხმარებელს სურს შეხვედრა, თავისი საკითხის განხილვა ან პრობლემის მოგვარება.

თქვენი სტრატეგია ამ ეტაპზე: მომხმარებლის მიზნების და პრობლემების იდენტიფიკაცია, კონკრეტული შეთავაზების გაკეთება.

შეძენის ეტაპი:

წინა ეტაპების წარმატებულად გავლა განაპირობებს საბოლოო შედეგს – პოტენციური მომხმარებელი აკეთებს შენაძენს.

თუმცა, აქ არ მთავრდება არაფერი, რამდენად კმაყოფილი იქნება მომხმარებელი შენაძენით, განაპირობებს დამატებითი შენაძენის გაკეთებას მომავალში ან პოზიტიური ინფორმაციას გავრცელებას თქვენგან და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას ამ გზით, თუმცა ამ საკითხს სხვა სტატიაში განვიხილავთ უფრო დეტალურად.

ანალიზი & ხარისხის გაუმჯობესება

იზრდება გაყიდვები, ყველაფერი კარგად არის ბიზნესში და გვგონია, რომ სულ ასე იქნება.

ამ დროს გვავიწყდება ყველაზე მთავარი – მარკეტინგული საქმიანობის ანალიზი და ხარისხის გაუმჯობესება.

შედეგად, დგება გარკვეული პერიოდი, როდესაც აღარ რეკავენ კლიენტები, აღარ გვაქვს გაყიდვები და სწრაფად გვსურს რაღაცის შეცვლა.

უკვე გვიანია.

“გსურს მშვიდობა – მოემზადე ომისთვის”

რომაელების ეს გამოთქვა აქტუალურია თქვენი ბიზნესისთვისაც.

თუ გსურთ სტაბილურობა, პერიოდულად განახორციელეთ მარკეტინგული აქტივობის ანალიზი, განსაზღვრეთ თქვენი მარკეტინგის ძლიერი და სუსტი მხარეები, რისკები, შესაძლებლობები და ამის შესაბამისად გააუმჯობესეთ მარკეტინგული საქმიანობის ხარისხი.

ან თუ ამ ყველაფრისთვის არ გაქვთ დრო, დაგვიკავშირდით ჩვენ და დაგეხმარებით.