ლოგოს შექმნა & ლოგოს დამზადება

ლოგოს შექმნა – რა უნდა ვიცოდეთ?

ლოგოს შექმნალოგოს შექმნა ბრენდინგის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეტაპია.

სწორად შერჩეული ლოგოს დიზაინი დაგეხმარებათ მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი, გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და შექმნათ მისი ხასიათი.

ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ, ლოგოს დამზადება თქვენთვის, უფრო მარტივი და სახალისო პროცესი გახდება. 

იხილეთ ასევე: რეკლამა ფეისბუქზე 2024 წელს

ლოგოს მნიშვნელობა & როლი ბიზნეს საქმიანობაში

ეფექტური ლოგო ეხმარება ბიზნესს მიიღოს მეტი მოგება, მაგალითად: ავტომობილი მერსედესის ლოგოთი გაცილებით მარტივად და ძვირად გაიყიდება, ვიდრე სხვა უცნობი ლოგოს მქონე იდენტური ავტომობილი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ლოგო, თქვენი ბიზნესის ზოგად განწყობას გადმოსცემდეს.

მაგალითად, თუ იურიდიული კომპანია გაქვთ, ლოგო სანდოობის განცდას უნდა უჩენდეს მომხმარებელს. თუ წვეულებების ორგანიზებით ხართ დაკავებული, ლოგოც, შესაბამისად, მხიარული და ლაღი უნდა იყოს. სპა-ცენტრისთვის კი სიმშვიდისა და დასვენების აურის შექმნაა აუცილებელი.

იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ თუ რა სჭირდება თქვენს ბიზნესს, გადახედეთ კონკურენტებს.

დააკვირდით ფერებს, ტიპოგრაფიას, სიმბოლოებსა და გეომეტრიულ ფორმებს.

ეს დაგეხმარებათ გაეცნოთ ზოგად ტენდენციებს და დაგიცავთ იდენტური ლოგოს შექმნის საფრთხისგან.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?

ლოგო ბრენდის იდეას ვიზუალურად წარმოჩენს.

რაც უფრო მარტივია ლოგო – უფრო უკეთესად აღიქვამს მას მომხმარებელი.  

ამიტომაა აუცილებელი, რომ მის თითოეულ ელემენტს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.

ეფექტური ლოგოს ელემენტები:

  • უნიკალური დიზაინის მქონე
  • კარგად აღქმადი
  • გამორჩეული
  • დასამახსოვრებელი
  • პოზიტიური ასოციაციების შემქმნელი

ლოგოს დიზაინის შექმნა

ლოგოს დიზაინის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია შევარჩიოთ სწორი ფერები და ლოგოს კომპონენტები, მათი რაოდენობა და განლაგება.

ლოგოს ფერები

როდესაც თქვენი ბიზნესისთვის დომინანტურ ფერებს ირჩევთ, ორი გარემოება უნდა გაითვალისწინოთ: რას აკეთებთ და ვისთვის აკეთებთ ამას.

სწორად შერჩეული ფერთა პალიტრა უნდა ასახავდეს თქვენს პროდუქტს ან სერვისს და მომხმარებელში შესაბამის ემოციას იწვევდეს.

დააკვირდით, რომელ ფერებს იყენებენ თქვენი კონკურენტები.

თუ რომელიმე დიდი კომპანია თქვენს ინდუსტრიაში უკვე ასოცირდება რაიმე ფერთან, უმჯობესია მასზე უარი თქვათ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ტონი გავრცელებული ფერებიდან, ან სრულიად განსხვავებული პალიტრა მოარგოთ ბრენდს. ასე ნამდვილად გამორჩეული იქნებით კონკურენტებისგან.

განლაგება

ლოგოს შექმნა

ლოგოს ელემენტების განლაგება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აპირებთ მის გამოყენებას.

ლოგო, რომელიც კარგად გამოჩნდება აპლიკაციაში, შესაძლოა ნაკლებად საინტერესოდ მოგვეჩვენოს დიდი ზომის ბილბორდზე.

თუ გსურთ, რომ თქვენი ბრენდინგი ბევრ სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტს მოერგოს, შეარჩიეთ მარტივი, სუფთა დიზაინი.

იმისათვის, რომ წინასწარ ნახოთ თუ როგორი იქნება თქვენი ლოგო სხვადასხვა გარემოში, აუცილებლად გამოიყენეთ რამდენიმე მოქაფი.

მაგალითად, მარცხენა ფოტოზე გამოსახული ლოგო განსაკუთრებით მოუხდება ყავის ჭიქას, მარჯვენა ლოგოს კი ჰორიზონტალური დიზაინი აქვს, რაც იდეალურია სავიზიტო ბარათისთვის.

ტიპოგრაფია

თქვენს კომპანიას თავისი უნიკალური სტილი აქვს, ამიტომ ფონტი, რომელსაც ლოგოსთვის გამოიყენებთ ამას უნდა გადმოსცემდეს.

მოძებნეთ ისეთი სტილი, რომელიც ზუსტად უპასუხებს ბრენდის ხასიათს, კონკურენტებისგან განმასხვავებელ ელემენტებსა და ღირებულებებს.

როდესაც ასეთ ფონტს იპოვით, დარწმუნდით, რომ ის მარტივად კითხვადია.

სიმბოლო

სიმბოლოების გამოყენება თქვენი ბრენდის ვიზუალიზაციის კარგი საშუალებაა. მისი დახმარებით, მომხმარებელი ერთი შეხედვით მიხვდება, თუ რას ყიდის თქვენი კომპანია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმბოლოს სტილი, რომელიც თქვენს ზოგად ხასიათსა და ღირებულებებზე მიუთითებს.

დამატებითი დეტალები

კომპანიის ლოგოს დიზაინი მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

თუ გინდათ მაქსიმალურად გამოირჩეოდეთ კონკურენტებისგან, იფიქრეთ დამატებით დეტალებზე, რომლებიც მას განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს გახდიან მომხმარებლისთვის.

ეს დეტალი შეიძლება იყოს სიმბოლოს გამოყენება ასოს ნაცვლად, ფერთა განსაკუთრებული პალიტრა, მეტალის ეფექტი, გარდამავალი, ან სულაც ცისარტყელას ფერების ეფექტი.

ლოგოს ტიპები

ლოგოს დიზაინის შექმნა იწყება ლოგოს ტიპის შერჩევით.

აუცილებლად უნდა სცადოთ ლოგოს სხვადასხვა კომბინაცია და საბოლოოდ, აარჩიოთ ის, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება თქვენი ბრენდის ხასიათებს.

წარმოგიდგენთ 9 ტიპის ლოგოს, რაც დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ- თუ როგორი ტიპის ლოგო სჭირდება თქვენს ბიზნესს.

1.სიტყვიერი ლოგოტიპები

მსგავსი ტიპის ლოგოები შესდგება მხოლოდ სიტყვიები კომპონენტისგან.

აქცენტი კეთდება დახვეწილ და ეფექტურ ტოპოგრაფიაზე.

სიტყვიერი ლოგოტიპების მაგალითებია: Wix, Coca-Cola, Subway, Casper, Kellogg’s, eBay და West Elm.

ერთი შეხედვით, ასეთი ლოგოები შესაძლოა მოგეჩვენოთ უბრალო და მარტივ გამოსავლად, თუმცა, ეს ასე ნამდვილად არაა.

თუ გსურთ ლოგოტიპის შექმნა, რამდენიმე რჩევაა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. ზოგიერთი ბრენდი სპეციალურად ქმნის ტიპოგრაფიას მათი ლოგოსთვის, მაგალითად კოკა-კოლა.

თუმცა, ეს დიდ დროსთან და ისეთ უნარებთანაა დაკავშირებული, რასაც აუცილებლად პროფესიონალი დიზაინერი სჭირდება.

ამიტომ, ალტერნატიული გზაა უბრალოდ აირჩიოთ ისეთი ფონტი, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ბრენდის იდენტობას. თანამედროვე ლოგოს დიზაინებში ძირითადად ვხვდებით sans serif ფონტს, თუმცა უფრო ტრენდული ლოგოები მოითხოვს მეტად დახვეწილ ფონტებს.

ყოველ შემთხვევაში, თქვენ უნდა მოიფიქროთ გამოიყენოთ დიდი თუ პატარა ასოები, ან იქნებ კომბინაცია- მათი სწორად განსაზღვრა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფერების არჩევა.

სიტყვიერი ლოგოები კარგი არჩევანია ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც ადვილად დასამახსოვრებელი სახელები აქვთ,  ან მათი გამოყენება დიდ მასებზეა გათვლილი.

2.ასო ბგერებით გადმოცემული ლოგოები

მსგავსი ლოგოები შეიცავენ კომპანიის დასახელების პირველ ასო ბგერას. ხშირად, ბრენდები, მეორე ვარიანტად ამატებენ მთლიან დასახელებას, სხვადასხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად.

მართალია, რომ ეს ასო ბგერები პატარაა, თუმცა სწორედ ამიტომ არის ადვილი მათი მასშტაბირება. მაშინაც კი თუ მას პატარა ზომით გამოვიყენებთ თავისუფლად გახდება ცნობადი, განსაკუთრებით თუ არანაირი ზედმეტი დიზაინი და დეტალები არ აქვს. კომპაქტური და იდეალურია აპლიკაციებში, სოციალურ ქსელებში გამოსაყენებლად და სხვ.

ზოგადად, მსგავსი ტიპის ლოგოები კარგი არჩევანია ისეთი ბრენდებისთვის, რომლებიც უკვე ცნობილები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ხალხისთვის რთულად დასამახსოვრებელი გახდეს თქვენი კომპანიის სახელი. ასევე, კარგი გამოსავალია ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც გრძელი სახელი აქვთ.

მაგალითები: Facebook, McDonald’s, Netflix, Pinterest, Uber და Beats.

3.მონოგრამა

მსგავსი ტიპის ლოგოები არის ტიპოგრაფიული და მოიცავს კომპანიის დასახელების ინიციალებს.

უმეტეს შემთხვევაში, ბრენდებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი ლოგოები, სწორედ ამ აბრევიატურებით იცნობენ. მაგალითად, დაფიქრდით ბოლოს როდის გაიგეთ NASA ვინმეს „აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოდ“ მოეხსენიებინოს?

ლოგოტიპების მსგავსად, მონოგრამაზე მუშაობისას, სპეციალური ფონტის შექმნის გარეშე,  შეგიძლიათ აარჩიოთ უკვე არსებულიდან.

შემდგომ, უბრალოდ დაგჭირდებათ ტიპოგრაფიის პარამეტრების განსაზღვრა- მაგალითად, როგორი იყოს ასოების სტილი, ზომა თუ სისქე. (როგორიცაა bold ან italic).

ზოგიერთ ინდუსტრიაში, ძალიან გავრცელებულია აბრევიატურების გამოყენება.

თუ თქვენი ბიზნესი მსგავს სფეროში ოპერირებს, უმჯობესია მიჰყვეთ დადგენილ ნორმას და  თქვენც შექმნათ მსგავსი ლოგო.

ეს გზა კარგი არჩევანია ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც გრძელი სახელი აქვთ და სურთ უფრო მეტად დასამახსოვრებელი გახდნენ მოკლე ვერსიით.

მაგალითები: HBO, IBM, NASA, CNN, HP და Louis Vuitton.

4.სიმბოლოებით გადმოცემული ლოგოები

ლოგო სიმბოლოები (ბრენდის ან ფერწერული ნიშნები) მოიცავს გრაფიკულ სიმბოლოებს, ვექტორულ გამოსახულებებს ან სურათებს, რომლებიც გადმოსცემენ ბრენდის იდენტობასა ან მის აქტივობას. მსგავსი ტიპის ლოგოების უმეტესობა ისეთია, რომ შეხედვისას ჩვენი გონება იმწამსვე აღიქვამს თუ რომელი ბრენდია.

თუ გადაწყვეტთ მსგავსი ლოგოს შექმნას, დაფიქრდით რა სიმბოლოთი გსურთ ბრენდის გამოსახვა. მაგალითად, Twitter-ის სიმბოლო ჩიტია, რომელიც თავისუფლებასა და იმედს გამოხატავს.

შესაფერისი სურათის მოძებნა ლოგოს სიმბოლოსთვის ერთ-ერთი რთული ეტაპია, განსაკუთრებით თუ ახლახან ჩამოყალიბებულ ბრენდზე ვსაუბრობთ. მომხმარებელს გარკვეული დრო სჭირდება, რომ შეძლოს კონკრეტული ლოგოს შესაბამის ბრენდთან დაკავშირება.

ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ლოგოს დიზაინზე ფიქრისას არის თუ რამდენად გაუძლებს დროს. თუ შენ მხოლოდ შექმნისას არსებულ მომენტზე გსურს მორგება, რამდენიმე თვის მერე ლოგო მის მიმზიდველობას დაკარგავს.

მაგალითები: Shell, Apple, Twitter, Target, Instagram and Snapchat და Major League Baseball.

5.აბსტრაქტული ლოგოები

მსგავსი ტიპის ლოგოების შესაქმნელად გეომეტრიული და აბსტრაქტული ფიგურებია საჭირო. სიმბოლოებისგან განსხვავებით აბსტრაქტული ლოგოები უფრო მეტაფორულია.

ვინაიდან, მსგავსი ლოგოები არ ასახავს რაიმე კონკრეტულ ობიექტს, აბსტრაქტული ლოგო გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ რაიმე, რომელიც იქნება ყველასგან განსხვავებული  და უნიკალური. ისევე, როგორც ყველა სხვა ლოგოს ტიპზე, აქაც საჭიროა ექსპერიმენტების ჩატარება- სცადეთ მარტივი გეომეტრიული ფიგურები, რომელიც შეძლებს გადმოსცეს კომპანიის სწორი ემოციები და გზავნილები. მაგალითად, Airbnb’s ლოგოში ასო „A” ისეა აწყობილი, რომ მოგაგონებთ, როგორც ლოკაციის ნიშანს, ასევე გულის ფორმას.

მაგალითები: Airbnb, Chanel, Nike, Olympics, Google Drive, Adidas და Pepsi.

6.მასკოტები ანუ თილისმიანი ლოგოები

მსგავსი ტიპის ლოგოები ილუსტრირებულ სახეობას მიეკუთვნება. ეს შეიძლება მოიცავდეს, როგორც გამოგონილ, ასევე რეალურ არსებებსა თუ ხალხს.

მასკოტებით შეგიძლია შექმნა სახალისო  პერსონაჟები, რომლებიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას მოეწონება. მათი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, ისეთ სფეროებში, რომლებიც მიმართულია საბავშვო ან საოჯახო მომსახურებებსა თუ პროდუქციაზე.

მსგავსი ტიპის ლოგოები მეგობრულ და სახალისო გარემოს ქმნის, რაც ეფექტურად მუშაობს სოციალურ მედიაში ან მარკეტინგულ კამპანიებში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მასკოტები მოითხოვს უფრო მეტ დეტალს, ვიდრე სტანდარტული ლოგოა, შესაბამისად, უნდა იყოს მარტივად მასშტაბირებადი დიზაინი, თუნდაც სავიზიტო ბარათებზე დასატანად.

მაგალითები: Michelin Man by Michelin, Colonel Sanders by KFC, Cap’n Crunch, Tony the Tiger by Kellogg’s და Mr. Peanut by Planters.

7.ემბლემები

ემბლემური ლოგოები მოიცავს ტექსტს ან სიმბოლოს, რომელიც გეომეტრიული ფიგურის ქვეშ არის მოთავსებული.

თუ გსურთ მსგავსი ტიპის ლოგოს შექმნა, დაფიქრდით რამდენად შეძლებს ბრენდის იდენტობის გამოხატვას. მართალია ლოგოს შექმნისას დადგენილი წესები არ არსებობს, მაგრამ მსგავსი ლოგოები პოპულარულია უნივერსიტეტებში, სპორტულ გუნდებსა და ყავის ბრენდებს შორის. ძირითადად, მოიცავს ვექტორულ ილუსტრაციებს. მასზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ სივრცე, რაც საჭიროა სლოგანის დასამატებლად. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ლოგოები ყოველთვის არ არის ეფექტური, მისი რთული დიზაინის გამო. ამიტომ, ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ შექმნათ უფრო მარტივი ალტერნატივაც.

მაგალითები: Starbucks, Stella Artois, Harley-Davidson, NFL, Warner Brothers, Manchester United.

8.კომბინაციური ლოგოები

მსგავსი ტიპის ლოგოები აერთიანებს სურათსა და ტექსტს. მაგალითად, ლოგო შესაძლოა შეიცავდეს პატარა სიმბოლოს წარწერასთან ერთად ან თილისმას შესაბამის ასო ბგერასთან ერთად და სხვა.

მსგავსი ლოგოები ძალიან პოპულარულია ისეთ ბრენდებს შორის, რომლებიც მრავალმხრივ სფეროში მოღვაწეობენ. კომბინაციები შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ განსხვავებული ვარიანტები სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, Lacoste ვებსაიტის დიზაინში განსხვავებულ კომბინაცია იყენებს, მაშინ როდესაც მათი პროდუქცია ცნობილია მწვანე ნიანგის სიმბოლოთი.

ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ არ არიან ცნობილები, მსგავსი ტიპის ლოგოები კარგი დასაწყისია ბრენდის ცნობადობის ჩამოსაყალიბებლად. გარკვეული დროის შემდეგ კი თავისუფლად შესაძლებელია მხოლოდ ტექსტის ან სიმბოლოს გამოყენება.

მაგალითები: Taco Bell, Toblerone, Dropbox, CVS, Dove და NBC.

9.დინამიკური ლოგოები

დინამიკური ლოგოები, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, უნიკალურია, რადგან შეუძლია სხვადასხვა ფორმას მოერგოს. ეს შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, რადგან ლოგოს დიზაინი, ძირითადად, თანმიმდევრულია. სწორედ ეს ხდის დინამიკურ ლოგოებს გამორჩეულს. მთავარია შევქმნათ ძირითადი ჩარჩო, რომელიც ნებისმიერ ვერსიაში გამოჩნდება.

მაგალითად, Google-ი თავის ლოგოს ცვლის  სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღისა თუ მოვლენის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, საიტის გახსნისას თავისუფლად ვხვდებით, რომ ეს Google-ია.

მაგალითები: MTV, Hilary Clinton, Google, Nickelodeon და Virgin.

საბოლოოდ, როგორი ტიპის ლოგოც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ მნიშვნელოვანია ლოგო იყოს დასამახსოვრებელი და მომხმარებლისთვის ასოცირდებოდეს დადებით ემოციებთან. კარგი ლოგო ბრენდს ცნობადობასთან ერთად მოუტანს ნდობასა და კეთილგანწყობას. ამასთან, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას ბრენდის მთავარი ღირებულებები მუდმივად თვალსაჩინო იყოს.

როგორი ლოგოს შექმნა გსურთ თქვენ?