ბრენდინგი & კომპანიის ბრენდირება 2025 წელს

კომპანიის ბრენდინგი - რა გავითვალისწინოთ?

ბრენდინგი “სასარგებლოა” ბიზნესისთვის

ეს მარტივი ჭეშმარიტება ნებისმიერი მეწარმისთვის გასაგები და მისაღებია.

თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, ზუსტად რატომაა ბრენდინგი ასეთი მნიშვნელოვანი და რას მოუტანს იგი თქვენს ბიზნეს?

შეიძლება ითქვას, რომ ბრენდინგი ბიზნესის საიდუმლო იარაღია, რომელიც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მას, კონკურენტებთან შედარებით.

რა არის ბრენდინგი?

ბრენდინგის დანიშნულება არის, გარკვეული ატრიბუტების დახმარებით, გამორჩეულობა შესძინოს თქვენი კომპანიის პროდუქციას ან სერვისს.

რაც სწორი სტრატეგიის შემთხვევაში დაგეხმარებათ მეტი მოგების მიღებაში, ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში.

brendingi

როგორ ხდება კომპანიის ბრენდირება?

კომპანიის ბრენდირება იწყება ორი მთავარი ელემენტით: სახელწოდების მოფიქრება და ლოგოს დიზაინის შექმნა.

ეს არის ორი არსებითი კომპონენტი, რომლისგანაც შედგება თქვენი ბრენდი, თუმცა არსებობს სხვა ელემენტებიც, რომლებიც უფრო ნათლად და მკაფიოდ აყალიბებს თქვენი ბრენდის არსს და გარკვეულ მიმართულებას აძლევს მას.

მათი განსაზღვრა ხდება ბრენდბუქში, რომელიც ბრენდინგის სახელმძღვანელოა, მასზე დაყდნობით ხორციელდება ბრენდის პოზიციონირება.

ბრენდინგი და მარკეტინგი

ბრენდინგი არის მარკეტინგული საქმიანობის ერთ-ერთი სახე, რომლის დანიშნულებაა ბრენდის სწორი პოზიციონირება და მისი პოზიტიურად წარმოჩენა მიზნობრივ ბაზარზე.

მაგალითად: Email მარკეტინგისა და SMS დაგზავნა ბრენდის ცნობადობის ზრდისთვის, Facebook გვერდის რეკლამირება და ა.შ.

ბრენდინგის ფასი

არსებობს ცრუ მოსაზრება, რომ კომპანიის ბრენდინგი მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესისთვის არის ხელმისაწვდომი, თუმცა ეს ასე არ არის.

ბრენდირების ფასი შესაძლოა მინიმალურიც კი იყოს, თუ სწორად დასახავთ მიზნებს და შეარჩევთ სათანადო პირებს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი კომპანიის ბრენდინგში.

ბრენდინგის საფუძვლებისა და პრინციპების განსაზღვრის შემდგომ, ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის თანხით, მნიშვნელოვანია რომ პროცესი იყოს მიზანდასახული და ეფუძნებოდეს რაციონალურ ბრენდინგის სტრატეგიას.

ბრენდინგის პრინციპები

წარმოგიდგენთ ბრენდინგის ხუთი ძირითად პრინციპს, რომლებიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი ბრენდი.

1.ძლიერი ისტორია, როგორც წარმატების საწინდარი

ყველა ორგანიზაციის აქვს რაღაც ამბავი მოსაყოლი.

ამ ამბის მომხმარებლისთვის საინტერესოდ გადაცემა დაგეხმარებათ გაზარდოთ ცნობადობა და გაყიდვები.

მაგალითად: რა არის კომპანია “ბორჯომის” ისტორია? დიდი პოპულარობის მქონე მთის წყალი, სამკურნალო თვისებებით, პოპულარული მთელ საბჭოთა კავშირში.

სწორედ ამ ისტორიის ეფექტურად გადაცემით, მან პოპულარობა მოიპოვა დასავლურ ბაზარზეც.

როგორი უნდა იყოს ბრენდის ისტორია?

საინტერესო – ადამიანებს არ უყვართ უინტერესო ამბის მოსმენა, მათ ასევე არ უყვართ საინტერესო ამბის უინტერესოთ მოსმენა.

ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ამბავი იყოს, ერთი მხრივ, საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ საინტერესოდ გადაცემული.

რელევანტური – კავშირში უნდა იყოს იმ პროდუქტთან ან მომსახურებასთან, რომელსაც სთავაზობთ მომხმარებელს

სასარგებლო – ინფორმაცია ან ამბავი განსაკუთრებით ფასდება მაშინ, როდესაც მას შეუძლია გარკვეული სარგებელი მოუტანოს ადრესატს.

რაც უფრო სასარგებლოა თქვენ მიერ მიწოდებული ისტორია ან ამბავი, მით უფრო დასამახსოვრებელია იგი მომხმარებლისთვის.

ამაღელვებელი – არაფერი ისე მჭიდროდ არ აკავშირებს მომხმარებელს ბრენდთან, როგორც ემოცია. 

თქვენ უთუოთ მიაღწევთ წარმატებს, თუ შეძლებთ და მოყვებით ამბავს, რომელიც ემოციას ბადებს თქვენს მომხმარებელში.

რა კომონენტებს უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ბრენდის ისტორია?

1.კომპანიის წარმოშობა – ამ ინფორმაციის მიწოდება, მომხმარებელს გაუჩენს გრძნობას, რომ ხარ სანდო და მტკიცედ დაფუძნებული კომპანია.

2.საქმიანობის არსი – უშუალოდ რა სერვისებს & პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს.

რამდენად სპეციალიზებული ხარ შენს საქმიანობაში და კონკრეტულად რა სახის პროდუქციას აწარმოებ.

3.მისია და ღირებულებები –  განსაზღვრე ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც კომპანიამ გაიარა- დაარსებიდან ბოლო მომენტამდე.

ჩამოაყალიბე ბრენდის მისია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის ღირებულებებს.

4.ხელსაწყოები და პრინციები –  რა ხელსაწყოებს იყენებ ორგანიზაციის საქამიანობაში, როგორ უმკლავდები სირთულეებს, რა პრინციპებზეა დაყდნობილი საქმიანობის ძირითადი ასპექტები.

2.ბრენდის ძლიერი იდენტობა

რაც უფრო ძლიერია ბრენდის იდენტობა, მით უფრო ეფექტურად ხორციელდება ბრენდინგი.

ადამიანები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიზუალურ მხარეს. ძლიერი იდენტობის საფუძველია ბრენდის ატრიბუტიკა და ხელსაწყოები.

  • დასამახსოვრებელი სახელწოდება
  • ძლიერი ლოგო
  • სრულყოფილი ბრენდბუქი

3.ბრენდინგი და ნდობა

ბიზნესა და მომხმარებელს შორის წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია ნდობა.

ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული ნდობის გარეშე, ხოლო მისი ჩამოყალიბება არ არის მარტივი.

ამისთვის საჭიროა აქტიური მუშაობა სწორი მიმართულებით, რაც ბრენდინგის უპირველესი ამოცანაა.

როგორ მოვიპოვოთ ნდობა?

კეთილსინდისიერება – ეს არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვა, მის უკან დგას კონკრეტული პრინციპი -არ მოატყუო მომხმარებელი და ბოლომდე დაიხარჯო მისთვის პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებისას.

პასუხისმგებლობა – არაფერი ისე არ აყალიბებს ნდობას, როგორც სიტყვის ბოლომდე შესრულება და საქმის ჯეროვნად შესრულება, ყველაფრის ფასად.

თუ მომხმარებელმა დაინახა, რომ თქვენ ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ საქმე, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, იგი აღარ დაიწყებს ალტერნატივის ძიებას, რადგან პასუხისმგებლობა იშვიათი განძია.

4.ფსიქოლოგია, როგორც ბრენდინგის საფუძველი

ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იარაღია – ფსიქოლოგია.

მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღება კომპლექსური პროცესის შედეგია, რასაც ფსიქოლოგია სწავლობს.

ფერები, ემოციები, ვიზუალური კონტენტი, რეკლამის ტიპები და ფორმატი, ყველაფერი ეს ფსიქოლოგიასთან ერთად, განსაკუთრებული იარაღია, პოტენციური მომხმარებლების, რეალურ მყიდველებად გადასაქცევად.

ცნობილი ბრენდები იყენებენ ისეთ აქტივობებს, რაც უშუალოდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია პოზიტიურ განწყობასთან.

სხვა ბრენდები კი სრულიად საპირისპიროს აკეთებენ.

შედეგი კი ერთია – ცნობადობის ზრდა & მეტი გაყიდვები.

5. ბრენდინგი & თანამშრომლები

თქვენი კომპანია ზუსტად იმ დონეზე დგას, როგორც მისი ყველაზე სუსტი წევრი.

აქ იგულისხმება, არამხოლოდ საქმის კეთებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები, არამედ მორალური სისუსტე და პიროვნული უნარ-ჩვევები.

თანამშრომლები, რომლებიც გარკვევით იაზრებენ თუ რას წარმოადგენს კომპანიის მიზანი და მისია უფრო მოტივირებულად აგრძელებენ ამ საქმისთვის მუშაობას.

ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კმაყოფილი თანამშრომლები უფრო მეტად პროდუქტიულები არიან.

ძლიერი ბრენდი, ასევე, ეხმარება კომპანიას მოიზიდოს ახალი თანამშრომლები.