რეკლამა Youtube-ზე 2024 წელს!
ბევრი ქართული კომპანიისთვის რეკლამა YouTube -ზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის დასარეკლამებლად.
ეს მარტივად ასახსნელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველთვიურად ამ საიტს სამ მილიარდამდე აქტიური ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის თითქმის ყველა ქართველი ინტერნეტ მომხმარებელი ყოველდღიურად.
YouTube რეკლამირებისა და აუდიტორიის ტარგეტირების ბევრ სხვადასხვა ხერხს და ფორმას გვთავაზობს.
ამ სტატიაში ჩვენ YouTube რეკლამის ტიპებსა და მათი გამოყენების არეალს განვიხილავთ 2024 წლისთვის.
YouTube რეკლამის ტიპები
YouTube-ზე შესაძლებელია როგორც ვიდეო, ასევე საბანერო ფორმატის რეკლამების გაშვება:
- Skippable in-stream ads – ვიდეოს ფორმატის რეკლამა, რომელიც მომხმარებელს ვიდეოს ყურების დროს ამოუვარდება, ხოლო მას შეუძლია ღილაკის დაჭერით გათიშოს იგი და ბოლომდე რა უყუროს.
- Non-skippable in-stream ads – ვიდეოს ფორმატის რეკლამა, რომელიც მომხმარებელს ვიდეოს ყურების დროს ამოუვარდება, თუმცა მას არ შეუძლია მისი გათიშვა.
- Bumper ads – ვიდეოს ფორმატის რეკლამა, რომლის ხანგრძლივობაა 6 წამი. მისი გამოჩენა ხდება, სანამ მომხმარებელი დაიწყებს ვიდეოს ყურებას.
- Overlay & display ads – ბანერის ტიპის რეკლამა, რომელიც სხვადასხვა ფორმით უჩნდება მომხმარებელს ვიდეოს ყურების დროს.
თუ YouTube-ს აქტიურად იყენებთ, დიდი ალბათობით, ყველა ეს რეკლამა უკვე ნანახი გექნებათ.
თითოეული მათგანის გამოყენება ხდება თქვენი სარეკლამო მიზნებისა და მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად.
რა სარგებელი მოაქვს რეკლამას იუთუბზე?
- ზრდის ბიზნესის ცნობადობას
- ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ვიდეო რეკლამა
- მიზნობრივი რეკლამა – შესაძლებელია რეკლამის გაშვება მიზნობრივ ჯგუფზე, მათი გეოგრაფიისა და ქცევების შესაბამისად
- შედეგი ციფრებში – შესაძლებლობა გაქვთ ნათლად შეაფასოთ მიღებული შედეგები, სად დაიხარჯა თითოეული ცენტი
მსგავსი სერვისები: