რეკლამა ინტერნეტში 2023 წელს
რეკლამას ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორც ზოგადად ვაჭრობას.
ადამიანი ყოველთვის ახერხებდა საკუთარი პროდუქციის დარეკლამებას, სხვადასხვა მეთოდებით, დღეს კი, ყველაზე აქტუალური საშუალებაა – რეკლამა ინტერნეტში.
როგორ გავაკეთოთ ეფექტური ონლაინ რეკლამა ?
იმისთვის, რომ ინტერნეტ რეკლამა მაქსიმალურად ეფექტური იყოს – მინიმალური დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, აუცილებელია ორი ფაქტორის გათვალისწინება:
1.სად განვათავსოთ რეკლამა?
საკმაოდ ბევრი სხვადასხვა პლაფორმა და საშუალება არსებობს, სადაც შეიძლება ონლაინ რეკლამის განთავსება, თუმცა თქვენი ბიუჯეტი არ არის შეზღუდული, თქვენ უნდა შეძლოთ რეკლამის სწორედ იქ განთავსება, სადაც მაქსიმალური შედეგის მიღებას შეძლებთ, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში.
განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები:
Google-ში რეკლამირება
2.როგორ განვათავსოთ რეკლამა ინტერნეტში?
რეკლამის განთავსება უნდა მოხდეს, წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით.
მაგალითად: თუ ზედმეტად დიდი ბიუჯეტით დაარეკლამებთ და თან არასწორად გაანაწილებთ, სხვადასხვა პლატფორმაზე, შეიძლება გათავდეს ბიუჯეტი და საშუალება არ გქონდეთ შემდგომი ღონისძიებები დააფინანსოთ, ხოლო თუ ზედმეტად დაბალია ბიუჯეტი, შეიძლება ისე დახარჯოთ, რომ საერთოდ არანაირი შედეგი არ მიიღოთ.
აქედან გამომდინარე, საჭიროა სწორი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც გადადგამთ თითოეულ ნაბიჯს, მოახდენთ შედეგების ანალიზს და გამოასწორებთ ნაკლოვანებებს შემდგომი პერიოდისთვის.
თითოეულ სფეროს: სამედიცინო, სამშენებლო, განათლება და ა.შ., თავისი მიდგომა სჭირდება და სწორი პრიორიტეტების დასახვა.
რაც უფრო სწორად არის ჩამოყალიბებული ეს ეტაპი, მით უფრო ეფექტური მარკეტინგული ღონისძიებები.
ამ ფაქტორს ხშირ შემთხვევაში, ფინანსების სიდიდეზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
3.ინტერნეტ რეკლამის ფასები
ყველაზე დიდი შეცდომა რასაც კომპანიები უშვებენ ინტერნეტ რეკლამასთან დაკავშირებით არის არასწორი ბიუჯეტირება, კერძოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსების სიდიდე, არამედ მიზნობრიობა – თანხა უნდა დახარჯოთ მხოლოდ იქ და იმ ოდენობით, რაც საჭიროა კონკრეტული მარკეტინგული მიზნების მისაღწევად.