ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება & მართვა

ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება & მართვა 2024 წელს

ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება2024 წელს, ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მარკეტინგული ხელსაწყო გახდება ქართული ბიზნესისთვის.

რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, მსოფლიოში არსებული რეალობიდან და მეორე მხრივ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების აჩქარებული ტრენდიდან, რომელიც პანდემიამდეც არსებობდა.

რატომ Facebook გვერდის მართვა?

Facebook გვერდის მართვა ყველაზე იაფი საშუალებაა ქართული ბიზნესისთვის საკუთარი სერვისი & მომსახურება შესთავაზოს პოტენციურ მომხმარებელს.

სწორედ ამიტომ, ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარკეტინგული სერვისი საქართველოში.

ბიზნეს გვერდის მართვა ფეისბუქზე ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის, ფინანსების და საქმიანობის მქონე ორგანიზაციისთვის, მთავარია სწორი სტრატეგიისაა და ბიუჯეტის განსაზღვრა.

ფეისბუქის გვერდის მართვა – რა უნდა ვიცოდეთ?

წარმოგიდგენთ Facebook გვერდის მართვის ძირითად ელემენტებს:

როგორ შევქმნათ Facebook გვერდი?

ფეისბუქ გვერდის გაკეთება ყველაზე მარტივი ამოცანაა.

სწრაფი ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

სირთულე იწყება, მისი ოპტიმიზაციისა და ბრენდირების ეტაპზე, თუ რა თქმა უნდა გვსურს მივიღოთ პროფესიონალურად შექმნილი გვერდი, კონკურენტული დიზაინითა და მაქსიმალური გამართულობით.

აუცილებელია შემდეგი საკითხების მოგვარება:

  • გვერდის ქოვერისა და პროფილის დამზადება (მორგება მობილურზე);
  • საკონტაქტო ინფორმაცია, რუქა და სამუშაო საათები;
  • მესენჯერის გამართვა;
  • ბრენდირებული სარეკლამო პოსტების დამზადება.
  • გვერდის მინიმალური უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა.
  • სარეკლამო აქაუნთის შექმნა და ბარათის მიბმა.
  • რეკომენდირებულია ბიზნეს მენეჯერის ვერიფიკაცია

როგორ ვმართოთ ფეისბუქ გვერდი?

ფეისბუქის მართვა გულისხმობს კონკრეტული მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას:

  • სარეკლამო პოსტები – სხვადასხვა ტიპის და ფორმატის პოსტების გაკეთება, რაც მოიცავს, როგორც დიზაინერულ,  ასევე ტექსტურ მხარეს.
  • რეკლამირების განხორციელება – არსებული მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი ტიპის რეკლამის გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია – ინფორმაციის მიწოდება, შეკვეთების მიღება, ინსტრუქტაჟი.
  • რეპორტინგი & ანალიტიკა 
  • პრობლემების მოგვარება – ხშირად ფეისბუქის რეკლამირება დაკავშირებულია სხვადასხვა პრობლემებთან, მათ შორის: რეკლამა არ ეშვება, იბლოკება, იკრძალება და ა.შ. შესაძლოა ფეისბუქის გვერდის აღდგენაც იყოს საჭირო.

როგორ გავაპიაროთ ფეისბუქ გვერდი ?

ფეისბუქ გვერდის გაპიარება იწყება იდეით, რომლის მიწოდებაც მაქსიმალურად ეფექტურად და იაფად უნდა მოახდინოთ მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

დასვით შეკითხვები – რომლებსაც თქვენი აუდიტორია აიტაცებს

მოყევით პატარა ისტორიები – თქვენი საქმიანობის შესახებ

ჩაწერეთ ვიდეოები – თქვენი მომსახურების & პროდუქციის შესახებ

კონკურსები & გათამაშებები – ერთჯერადი ან რეგულარული კონკურები და გათანამშებები, ფასეული საჩუქრებით.

კრეატივი & იმპროვიზაცია – ჩართეთ იმპროვიზაცია, თავისუფალი ხართ იდეების მოფიქრებაში და რაიმე ისეთის გაკეთებაში, რაც სხვებს არ აქვთ და მოგიტანთ წარმატებას.

გახსოვდეთ,რომ Facebook – ის მართვა – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის გაპიარება, მინიმალური დანახარჯებით.