მარკეტინგული სტრატეგია

მარკეტინგული სტრატეგია 2023 წელს

მარკეტინგული სტრატეგია

წარმატებული მარკეტინგული აქტივობის საფუძველია ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია, რაც თქვენ ბიზნეს დაუზოგავს ორ მნიშვნელოვან რესურსს – ფულს და დროს.

გაქვთ კარგი პროდუქცია ან მომსახურება, მისაღები ფასი და მაინც არ იცით როგორ გაზარდოთ გაყიდვები?

ამისათვის ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია დაგეხმარებათ, მორგებული თქვენ მიზნებსა და საჭიროებებზე.

5 ნაბიჯი წარმატებისკენ

ქართული კომპანიების 90% არ გააჩნია ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია, შედეგად მარკეტინგული აქტივობა ქაოტურია, ხოლო სარეკლამო ბიუჯეტი იფლანგება.

წარმოგიდგენთ 7 ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენ კომპანიაზე მორგებული წარმატებული მარკეტინგის სტრატეგია:

მიზნების განსაზღვრა

მიზნების განსაზღვრით იწყება ყველაფერი. თუ არ გაქვთ მიზნები, ვერ იარსებებს ვერც მათი მიღწევის სტრატეგია.

ნებისმიერი მიზანი უნდა განისაზღვროს SMART კრიტერიუმებით.

  • Specific – მიზანი უნდა იყოს კონკრეტულად ჩამოყალიბებული, მაგ: საიტის ვიზიტორების ზრდა 30%-ით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში.
  • Measurable – გაზმოვადი, შესაბამისი ხელსაწყოების მეშვეობით, მაგ: Google-ის Search Console-ის მეშვეობით გაზომავთ საიტის ვიზიტორების რაოდენობას საიტის სეო ოპტიმიზაციის შედეგად.
  • Achievable – მიზანი უნდა იყოს მიღწევადი, რაციონალური.
  • Relevant – მიზანი უშუალო კავშირში უნდა იყოს თქვენ ბიზნეს საქმიანობასთან.
  • Timely goals – მიზნები უნდა იყოს დროში გაწერილი, კონკრეტულად როდის გსურთ ამ მიზნების მიღწევა.

არსებული მდგომარეობის შეფასება

მოქმედების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ზუსტად გქონდეთ შეფასებული არსებული მდგომარეობა, რა გაქვთ ახლა და რისი მიღწევა გსურთ მომავალში.

მაგალითად:

1. ბრენდის არსებობა – გაქვთ თუ არა შექმნილი ბრენდი, ლოგოს დიზაინი და ბრენდინგის სხვა ელემენტები.

2.ვებ-საიტის დამზადება – გაქვთ თუ არა მოქმედი ვებ-გვერდი და რა მდგომარეობაშია იგი.

3.სოციალური მედია – იყენებთ თუ არა სოციალური მედიის პლატფორმებს, რომელ არხებს და როგორ?

4.წარსული სარეკლამო აქტივობის ანალიზი – რა ბიუჯეტი დაიხარჯა ბოლო 1 წლის განმავლობაში, როგორი შედეგები მიიღეთ და რა ტიპის რეკლამას მოაქვს შედეგები და რითი ხართ უკმაყოფილო.

პოტენციური მომხმარებლი და მისი ქცევა

ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა მიმართულია პოტენციური მომხმარებლებისკენ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ ვინ არიან ჩვენი პოტენციური მომხმარებლები, რათა რესურსები არ დავხარჯოთ იმათზე, ვისაც არ აინტერესბს ჩვენი პროდუქცია ან მომსახურება.

დავაყენოთ საკუთარი თავი ჩვენი პოტენციური მომხმარებლების ადგილზე და დავსვათ შეკითხვები:

  • სად ყიდულობს ჩვენ პროდუქციას ან მომსახურებას?
  • სად ეძებს ინფორმაციას?
  • რა საჭიროებები და პრობლემების გადაჭრაში შეგვიძლია დავეხმაროთ?
  • რომელ პლატფორმაზე ატარებს დროის უმეტეს ნაწილს?
  • და სხვა..

 

მომხმარებელთან დაკავშირება