რა არის მარკეტინგული კვლევა?

მარკეტინგული კვლევამარკეტინგული კვლევა არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სხვადასხვა ტექნოლოგიის (მეთოდის) გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე კონკრეტული დასკვნების გაკეთება.

მარკეტინგულის კვლევის მიზანია მიზნობრივი ბაზრის უკეთესი აღქმა და მარკეტინგული გეგმისთვის საფუძვლების შექმნა.

ბიზნესი იყენებს ბაზრის კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას: მარკეტინგულ სტრატეგიაში, პროდუქტის & მომსახურების გაუმჯობესებაში, გაყიდვების ტარგეტირებაში და სხვა.

რატომ არის ბაზრის კვლევა მნიშვნელოვანი?

რა თქმა უნდა, ზოგადი წარმოდგენა შეიძლება გქონდეთ, მაგრამ კვლევის გარეშე შეუძლებელია უფრო ღრმად გაიგოთ, თუ რას ფიქრობენ პოტენციური მომხმარებლები თქვენ პროდუქტზე ან მომსახურებაზე და როგორ უნდა მოხდეს მათი ლოიალობის მოპოვება.

წარმოგიდგენთ ოთხ მიზეზს, თუ რატომაა მარკეტინგული კვლევა მნიშვნელოვანი:

1.ბაზრის კვლევა გვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებები.

2.მარკეტინგული კვლევა გვეხმარება გავაკეთოთ სწორი და დაცული ინვესტიციები

3.ბაზრის კვლევა გვეხმარება ვიპოვოთ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები.

4. მარკეტინგული კვლევა გვეხმარება თავიდან ავირიდოთ სერიოზული ბიზნეს შეცდომები

მარკეტინგული კვლევის მეთოდები

  1. გამოკითხვა – ყველაზე პოპულარული მეთოდი

გამოკითხვა არის რაოდენობრივი კვლევის ნაირსახეობა, რომელშიც რესპონდენტები რამდენიმე ღია ან დახურული ტიპის კითხვას პასუხობენ. გამოკითხვა შეიძლება ონლაინ კითხვარის სახით ჩატარდეს.

რატომაა ონლაინ გამოკითხვა პოპულარული?

უპირველეს ყოვლისა, გამოკითხვის ჩატარება მარტივი და იაფია. ასევე ბევრი მონაცემის შეგროვება მოკლე დროშია შესაძლებელი.

გარდა ამისა, კითხვარიდან მიღებული მონაცემები საკმაოდ მარტივია გასაანალიზებლად, ღია კითხვების შემთხვევაშიც კი, რომელთა პასუხების კატეგორიზაცია, ერთი შეხედვით, რთული შეიძლება მოგეჩვენოთ.

  1. ინტერვიუ – ყველაზე მრავლისმეტყველი

ინტერვიუ, მიზნობრივი აუდიტორიის წარმომადგენლებთან, ერთი ერთზე საუბარს მოიაზრებს. ჩაღრმავებული ინტერვიუ რესპოდენტის არავერბალური ნიშნების წაკითხვის საშუალებასაც იძლევა, ხოლო, თუ პირისპირ შეხვედრა შეუძლებელია, ვიდეოზარიც კარგი ალტერნატივაა.

მიუხედავად იმისა, თუ რა სახით ჩატარდება, ნებისმიერი ტიპის სიღრმისეული ინტერვიუ თქვენი პოტენციური მომხმარებლების ფიქრებისა და ქცევების გაგებაში ძალიან დაგეხმარებათ.

რატომაა ინტერვიუ მრავლისმეტყველი?

მომხმარებელთან უშუალო საუბრით, თანაგრძნობის უნარს გამოიმუშავებთ, რაც შემდგომი სტრატეგიის შემუშავებაში შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.

  1. ფოკუს-ჯგუფი – ყველაზე საფრთხილო

ფოკუს-ჯგუფი თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და გულისხმობს ადამიანთა შერჩეულ ჯგუფს, (რომელიც შეესაბამება სამიზნე აუდიტორიას,) რომელთანაც დატრენინგებული მოდერატორი საუბარს წარმართავს – პროდუქტის, მომხმარებლის გამოცდილების ან/და მარკეტინგული კამპანიების ირგვლივ.

რატომაა ფოკუს-ჯგუფი საშიში?

თუ ბაზრის კვლევა თქვენთვის ახალია, ფოკუს-ჯგუფით დაწყება რეკომენდირებული არაა. ფოკუს-ჯგუფის მეთოდით, კვლევის გამართულად ჩატარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუკი ამ მეთოდით კვლევა არამართებულად ჩატარდა, მონაცემები მიკერძოებული და არაზუსტი იქნება.

  1. დაკვირვება – ყველაზე ძლევამოსილი

მომხმარებელზე დაკვირვების სესიის დროს, კომპანიის წარმომადგენელი ჩანაწერებს აკეთებს, სანამ მომხმარებელს აკვირდება, რომელიც მათ პრდუქტთან (ან მსგავს, კონკურენტის პროდუქტთან) ურთიერთქმედებს.

რატომაა დაკვირვება ჭკვიანური და ძლევამოსილი?

დაკვირვება ფოკუს-ჯგუფის შესანიშნავი და დაბალბიუჯეტიანი ალტერნატივაა. იგი საშუალებას იძლევა დააკვირდეთ, როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები თქვენს პროდუქტთან, ბუნებრივ გარემოში, ისე რომ ერთმანეთზე გავლენას არ ახდენენ.

დაკვირვების ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ადამიანის გონებაში ვერ ჩაიხედავთ, ამიტომ მომხმარებელთა გამოკითხვსა და ინტერვიუს ბოლომდე ვერ ანაცვლებს.