პრეზენტაციის დამზადება
ეფექტური პრეზენტაციის დამზადება არსებითად მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაციის საქმიანობისთვს.
პრეზენტაცია, ხშირად, პირველია რასაც კომპანიის ახალი მომხმარებელი, პარტნიორი, ინვესტორი ან თანამშრომელი ეცნობა. პირველი შთაბეჭდილება კი ისაა, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ამიტომ, კარგად მომზადებული პრეზენტაცია მენეჯერებისა და მარკეტერების გუნდებისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტია.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეფექტური პრეზენტაციის დიზაინი?
ის უნდა იყოს ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც თქვენი კომპანიაა – პრეზენტაციის დასრულებისას კი აუდიტორიას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თქვენს ბიზნესს უკვე იცნობს და იცის, რა არის თქვენი მისია, მიზნები და უპირატესობები.
პრეზენტაციის მნიშვნელობა ბიზნესისთვის
პრეზენტაცია წინასწარგანწყობას ქმნის თქვენი კომპანიისთვის. იდეალურ შემთხვევაში, მან უნდა შექმნას მომდევნო დისკუსიის თუ დიალოგის საფუძველი, წარმოშოს კითხვები და იდეები თქვენს აუდიტორიაში.
შედეგად კი, უნდა მივიღოთ დაინტერესება, ახალი კონტრაქტი, პარტნიორი, თანამშრომელი, მომხმარებელი ან მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობა.
იმისათვის, რომ კონკურენტებს შორის თქვენი პრეზენტაცია გამოირჩეოდეს, მას პროფესიონალური დიზაინი სჭირდება.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აუდიტორიის დრო შეზღუდულია, მათი ყურადღების დიაპაზონი კი – საკმაოდ მცირე. უმოკლეს დროში ყველაზე მთავარი საკითხების შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება კარგი პრეზენტაციის მთავარი ფუნქციაა.
კორპორატიული პრეზენტაციის დამზადება საშუალებას მოგცემთ უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს:
- რას წარმოადგენს თქვენი კომპანია, რა არის მისი მთავარი იდეა?
- როგორია თქვენი კომპანიის ხასიათი – სერიოზული, აკადემიური, ახალგაზრდული, ბავშვური, ინოვაციური თუ სხვა.
- რატომაა მომხმარებლისთვის თქვენი სერვისი/პროდუქტი მნიშვნელოვანი?
- რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?
გამომდინარე იქიდან, თუ კონკრეტულად რას ემსახურება პრეზენტაცია, მის მომზადებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ უშუალოდ მომხმარებლის ინტერესი.
დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რა უფრო დაგაინტერესებდათ კომპანიის შესახებ, მისი ფილიალების რაოდენობა და ადგილმდებარეობა, თუ ის სარგებელი, რასაც კონკრეტულად თქვენ მოგიტანთ პროდუქტი/სერვისი?
რა თქმა უნდა, როდესაც პრეზენტაცია ინვესტორებისთვის ან პარტნიორებისთვის მზადდება, კომპანიის ისტორიისა და მიღწევების წარმოჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია ნაკლები დრო დავუთმოთ აუდიტორიისთვის ნაკლებად საინტერესო სტატისტიკას და მეტი ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს მთავარ მიზანზე.
პრეზენტაციის ტიპები
პრეზენტაციის დამზადება, პირველ რიგში, მოითხოვს მიზნის განსაზღვრას – რატომ და ვისთვის გვჭირდება პრეზენტაციის გაკეთება?
ამის მიხედვით, შეგვიძლია გამოვყოთ პრეზენტაციის ტიპები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ კომპანიისთვის.
ინფორმაციული პრეზენტაცია
ეს პრეზენტაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა სახის კომპანია საკმაოდ წარმატებულად იყენებს. თუმცა, კომპლექსური ინფორმაციის გასაგებად და ლაკონურად გადმოცემა არც თუ ისე მარტივი საკითხია.
ასეთი პრეზენტაციის გაკეთება აუცილებლად მოითხოვს ლოგიკურ განვითარებას. გამოიყენეთ სიები, ჩარტები და გრაფები ინფორმაციის ვიზუალიზაციისთვის, თუმცა შეეცადეთ, პრეზენტაცია არ გადატვირთოთ. ვიზუალსა და ტექსტს შორის ბალანსის დაცვა ამ დავალების მთავარი გამოწვევაა.
ასეთი პრეზენტაციები დადებითად აღიქმება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან რთული მონაცემების დამუშავებას.
ინსტრუქციული პრეზენტაცია
ინსტრუქციული პრეზენტაციის მიზანი კონკრეტული დავალების ან მიმართულების მიცემაა. ასეთი პრეზენტაცია პროცესს მაქსიმალურად დეტალურად აღწერს, შედეგად კი აუდიტორია იძენს ახალ ცოდნასა და უნარებს.
ამ პრეზენტაციაში აუცილებელია ზუსტად ახსნათ, თუ რატომაა საჭირო ეს ინფორმაცია აუდიტორიისთვის, წარადგინოთ შეხვედრის/სლაიდის მიზანი, შემდეგ კი უშუალოდ დავალების/ინსტრუქციის გაცემაზე გადახვიდეთ.
მაგალითად, ასეთი პრეზენტაცია შესაძლებელია მოვაწყოთ თანამშრომლებისთვის, თუ ახალი პროდუქტის გაყიდვაში გაშვებას ვაპირებთ. ამ შეხვედრაზე მათ ვუხსნით პროდუქტის მახასიათებლებს, უპირატესობებს, ვაკეთებთ გამოყენების დემონსტრირებას, შემდეგ კი საშუალებას ვაძლევთ თავადაც გაიმეორონ პროცესი.
ასევე, ინსტრუქციული პრეზენტაცია გამოიყენება მომხმარებლებისთვის, მათთვის ახალი პროდუქტის წარსადგენად.
ემოციური პრეზენტაცია
თუ გსურთ ადამიანები რაიმე საკითხზე ან პრობლემაზე დააფიქროთ, საქმეში მათი ემოცია უნდა ჩართოთ. პრეზენტაცია, რომელიც შეკითხვით ან რაიმე ამბის მოყოლით იწყება, ხშირად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ასეთი პრეზენტაციის მომზადებას საკითხის სიღრმისეული ცოდნა, გულწრფელობა და ენთუზიაზმი სჭირდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პერსონალური ამბის მოყოლა, რომელიც კონკრეტული საკითხის მნიშვნელობას აღწერს, კარგი სტრატეგიაა.
ამბავს უნდა მოჰყვებოდეს პრობლემის/საკითხის გადაჭრის თქვენეული გზა და იმის განხილვა, თუ რატომაა ეს გზა ყველაზე ხელსაყრელი.
ვიზუალურად კი პრეზენტაციის თემის გაფორმება მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალით, მთავარი ციტატების ტექსტად გამოტანითა და მინიმალისტური გრაფიკული ელემენტების საშუალებით ხერხდება.
ემოციური პრეზენტაციის ბოლოს, ხშირად, ისმის მოწოდება აუდიტორიის მიმართ, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა პრობლემის მოგვარებაში. მოწოდება უნდა იყოს მარტივად შესასრულებელი, მკვეთრი და გასაგები.
დამარწმუნებელი პრეზენტაცია
როდესაც აუდიტორიას რაიმეს სთავაზობთ, თქვენი მიზანი მათი ყურადღების მიპყრობა, დაიტერესება და კონკრეტული შედეგის მიღებაა. ასეთი პრეზენტაციის აუცილებელი კომპონენტებია ლოგიკა, მტკიცებულებათა ერთობლიობა და ემოცია.
პრეზენტაცია უნდა დაიწყოთ იმ საკითხის წარდგენით, რომლის გადაწყვეტასაც აუდიტორიას სთავაზობთ. ახსენით, ზუსტად რა ფორმით შეგიძლიათ ამ საკითხის მოგვარება კონკრეტულად თქვენ. ამ ინფორმაციის ვიზუალურად გამოსახვა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ.
პრეზენტაციის ბოლოს, დაუტოვეთ აუდიტორიას კონკრეტული დავალება – განათავსოს შეკვეთა, ესტუმროს თქვენს ვებ-გვერდს, მიიღოს გადაწყვეტილება და ა.შ.
პრეზენტაციის გამოყენების არეალი
კომპანიები პრეზენტაციებს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ. თანამშრომლებისთვის კორპორატიული პრეზენტაცია შესაძლოა მოტივაციის ამაღლების, პროფესიული კმაყოფილების განცდის მიზეზი გახდეს, ან დაგეხმაროთ ახალი კადრების მოზიდვაში.
ასევე, კორპორატიული პრეზენტაცია დაგეხმარებათ ინვესტორებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში. ასეთი პრეზენტაცია შესაძლოა ასახავდეს ზოგად ბიზნეს-გარემოს კონკრეტულ სექტორში და მომგებიანად წარმოაჩენდეს თქვენს პოზიციას. ასევე, აცნობდეს მათ თქვენს მთავარ მიღწევებს და თანამშრომლობის პოტენციურ სარგებელს.
ტექსტი და ვიზუალური მასალა, რომელსაც პრეზენტაციისთვის მოამზადებს თქვენი მარკეტერების გუნდი ან დაქირავებული კომპანია, ბევრი სხვადასხვა მიზნისთვის გამოგადგებათ.
მაგალითად, როდესაც პრეზენტაციის სახით უკვე კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული თქვენი პროდუქტის ფუნქციები და უპირატესობები, ასევე თქვენი კორპორატიული ლექსიკა და ვიზუალი, ამ ინფორმაციის სხვადასხვა პლატფორმაზე მორგება გაცილებით უფრო მარტივია. ეს მასალა შესაძლოა გამოიყენოთ სოციალურ ქსელებში, მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ, თქვენს ვებ-გვერდზე და ა.შ.
ასევე, ბევრნაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. „თემფლეითი“ რომელსაც კორპორატიული პრეზენტაციისთვის დიზაინერი შექმნის. ტექსტისა და ფოტოების მარტივი ცვლილებით, თქვენ მინიმალურ დროში შეძლებთ გააკეთოთ ახალი პრეზენტაცია ან რეპორტი კომპანიის შიდა მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ვიზუალური სტილის შენარჩუნება და თანმიმდევრულობა თქვენს კორპორატიულ იდენტობას გაამყარებს.
პრეზენტაციის როლი მარკეტინგსა & გაყიდვებში
მარკეტერის ან გაყიდვების სფეროს პროფესიონალის ერთ-ერთი მთავარი უნარი კარგი პრეზენტაციის მომზადებაა. ციფრული პლატფორმების განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პრეზენტაციის როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ნაწილის სრულყოფა.
პრეზენტაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი მარკეტინგული ღონისძიებებისთვის, როგორიცაა:
- ახალი მარკეტინგული კამპანიის ან ინიციატივის წარდგენა.
- სემინარის, ვებინარის ან ტრენინგის ჩატარება თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, ან ახალი პროდუქტის/სერვისის წარსადგენად.
- მარკეტინგული კონტენტის შექმნისთვის სხვადასხვა პლატფორმებზე.
პირველ რიგში კი, პრეზენტაცია იდეალური საშუალებაა მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად. მათში კითხვების, ემოციების, ინტერესის გაჩენა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს.
ასევე, პრეზენტაცია მარკეტერებს საშუალებას აძლევს მოყვნენ ისტორია – იქნება ეს ბიზნესის, თუ ადამიანური. ამბის მოყოლა კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია.
აუდიტორია გაცილებით უფრო მარტივად ჩაერთვება თქვენს კამპანიაში, თუ მასთან რაიმე საერთოს იპოვის. ამ კავშირის დამყარება ყოველთვის დადებითად აისახება კომპანიის გაყიდვებზე.
გსურთ გამორჩეული პრეზენტაციის დამზადება?
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენზე მორგებული შეთავაზება.
- 555 38 18 89
- info@blh.ge