,

ინტერნეტ მაღაზიის შექმნა 2024 წელს?

ინტერნეტ მაღაზიის შექმნა

ონლაინ ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად მატულობს, როგორც მსოფლიოში, ისევე საქართველოში, თუმცა კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებით დააჩქარა პროცესები. პანდემიამ უჩვენა კომპანიებს, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტ მაღაზიის შექმნა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.

როგორ გავაკეთოთ ონლაინ მაღაზია 2024 წელს?

ინტერნეტ მაღაზიისამ სტატიის წაკითხვის შემდგომ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, თუ რა საკითხები უნდა გაითვალისწინოთ, თუ ინტერნეტ მაღაზიის დამზადება გადაწყვიტეთ 2024 წელს.

რა არის ელექტრონული კომერცია?

რა ძირითად ფუნქციებს საჭიროებს ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

1.ეფექტური დიზაინი

ყოველდღიურად ახალი ონლაინ მაღაზიები იხსნება, მათ შორის თქვენი კონკურენტები ცდილობენ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები თავიანთი ბიზნეს საქმიანობის გასაზრდელად.

იმისთვის, რომ გამოირჩეოდეთ და მიიქციოთ პოტენციური მომხმარებლის ყურადღება, ამ კონკურენტულ გარემოში, აუცილებელია ონლაინ შოპის შექმნა განხორციელდეს ეფექტური დიზაინით.

ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, სადა და გემოვნებიანი საიტის დიზაინი, რომელიც ერთი მხრივ თანხვედრაშია, თქვენი ბრენდის ვიზუალურ მოთხოვნებთან და მეორე მხრივ მორგებული იქნება პოტენციურ მომხმარებელზე.

ჩვენი რჩევა: ანდეთ დიზაინი პროფესიონალს, მოძიებისას გაეცანით მის პორტოფლიოს, ხოლო თუ მოგეწონათ და დაიქირავებთ, ნუღა ჩაერევით დიზაინის საკითხებში, უბრალოდ ენდეთ და შედეგიც საუკეთესო გექნებათ.

2.შოპის გვერდი მარტივი ნავიგაციით

ეს არის გვერდი, სადაც განთავსებულია თქვენი პროდუქცია, კატეგორიების მიხედვით, ხოლო მომხმარებელს საშუალება აქვს განახორციელოს ფილტრაცია, სხვადასხვა ელემენტის მითითებით.

მაგალითად, ავიღოთ ერთ-ერთი ონლაინ მაღაზია – www.elva.ge, რომელზეც წიგნების შეძლენა არის შესაძლებელი, თუ გადავალთ ამ საიტის პროდუქციის გვერდზე – https://elva.ge/online-shop/, მარცხენა მხარეს მოცემულია ფილტრაცია, სხვადასხვა ელემენტების მიხედვით (ავტორი, გამომცემლობა, ენა და ა.შ.), მათი მეშვეობით მომხმარებელს უადვილდება მისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება.

რაც უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლია მომხმარებელს მისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა, მით უფრო კარგად იმუშავებს თქვენი ონლაინ შოპი და მეტი პროდუქციის გაყიდვას შეძლებთ.

ჩვენი რჩევა: რაც უფრო ცოტა პროდუქტი გაქვთ ან კატეგორია, მით უფრო მცირე რაოდენობის ფილტრაციის ელემენტი გამოიყენეთ, რათა მომხმარებელს არ გაურთულდეს პროდუქტს მოძებნა.

ასევე პირიქით, თუ თქვენ ბევრი პროდუქცია და კატეგორია გაქვთ, გამოიყენეთ უფრო მეტი ფილტრაციის ელემენტი, რათა თქვენი პროდუქტის მოძიება უფრო მარტივი გახდეს.

3.პროდუქტის შიდა გვერდი

ეს არის გვერდი, საიდანაც ხდება პროდუქციის შეკვეთა, შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი სრულყოფა.

აუცილებელია საკმარისი ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს, თუმცა მეორე მხრივ არ გადატვირთოთ ინფორმაციით გვერდი.

აუცილებელია სწორად იქნეს შერჩეული და შეხამებული ფონტის ზომა და ფერები, შეკვეთის ღილაკი და სხვა წვრილმანი ელემენტი.

4.კალათში დამატების ფუნქცია და ონლაინ შესყიდვის ციკლი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ინტერნეტ მაღაზიებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მოაგროვოს მისთვის საინტერესო პროდუქცია ერთ სივრცეში, შემდგომ შესყიდვის მიზნით.

კალათის ეფექტური ფუნქციონირება გაყიდვების პირდაპირპროპორციულია, მნიშვნელოვანია პროდუქციის დამატება და შეკვეთის გაფორმება, ხორციელდებოდეს რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად, ტექნიკური შეფერხებებისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე.

5. გადახდის პირობების მრავალფეროვნება

ზოგიერთ მომხმარებელს ურჩევნია გადაიხადოს საბანკო ბარათით, სხვანი ინვოისით გადახდას ანიჭებენ უპირატესობას, ვიღაცას შესაძლოა ადგილზე კურიერისთვის გადახდა სურდეს.

აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტ ალტერნატივის შესთავაზებთ, ანგარიშსწორების კუთხით, თქვენ მომხმარებელს, მით უფრო გაიზრდება შეკვეთების რაოდენობა.

6.ადმინ პანელი და შეკვეთის მართვა

დღის განმავლობაში რამდენიმე შეკვეთის მართვა მარტივია და არ საჭიროებს რაიმე ტექნიკურ გადაწყვეტას.

თუმცა, თუ ყოველდღიურად ათეულობით შეკვეთას ღებულობთ, მნიშვნელოვანია თქვენი ადმინ პანელი მზად იყოს შეკვეთების ავტომატური მართვისათვის.

შეკვეთის მიცემისთანავე, იგი უნდა ფიქსირდებოდეს, როგორც ადმინ. პანელში, ასევე შეტყობინება მოდიოდეს ელ. ფოსტის მეშვეობით.

შეკვეთა უნდა მოიცავდეს ყველა იმ ელემენტს, რომელიც შემკვეთის ვინაობისა და შეკვეთილი ნივთის მიწოდებისთვის არის აუცილებელი.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი შეკვეთის მართვის სისტემა არის ხარვეზიანი, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დამკვეთისთვის პროდუქციის დაგვიანებული მიწოდება, მისი უკმაყოფილება და სოციალურ მედიაში თქვენი ანტიპიარი.

7. უსაფრთხოება და ტექნიკური უზრუნველყოფა

ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშენველოვანი ფაქტორია მისი უსაფრთხოება.

არავინ შეიძენს თქვენგან პროდუქციას, თუ თქვენი საიტი დავირუსებულია, არ გაგაჩნიათ უსაფრთხოების სერთიფიკატი, ონლაინ გადახდისას წარმოიშობა ხარვეზები და ა.შ.

იმისათვის, რომ თქვენი საიტი მუდმივად გამართული იყოს, აუცილებელია პირველ რიგში მისი დამზადება ხარისხიანი და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით.

ასევე, ნუ დაზოგავთ თანხებს, ისარგებლეთ პროფესიონალური ტექნიკური მართვის მომსახურებით, რათა პრობლემის შემთხვევაში, ზუსტად იცოდეთ, ვინ და რა ვადებში დაგეხმარებათ, პრობლემის მოსაგვარებლად.

რა ღირს ონლაინ მაღაზიის შექმნა?

შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია, მაღაზიის გაკეთება მზა ძრავებზე, როგორიცაა WordPress, Wix, Shopify და სხვა.

ასეთ შემთხვევაში თქვენი საშუალო ხარჯი იქნება 2500-5000 ლარი, გააჩნია დეტალებს.

თუ განსაკუთრებული დიზაინისა და არასტანდარტული ფუნქციონალის შოპის დამზადება გსურთ, უნდა დაიხატოს დიზაინი და სპეციალურად თქვენთვის დაიწეროს საიტის კოდი.

ასეთ შემთხვევაში, ინტერნეტ მაღაზიის დამზადება მინიმუმ 15,000 ლარი დაგიჯდებათ.

ასევე გასათვალისწინებელია მაღაზიის მოვლა-პატრონობის ხარჯები, რომლებიც მზა ძრავების შემთხვევაში გაცილებით იაფია, შესაძლოა წელიწადში 1000-2000 ლარიც კი იყო, ხოლო ექსკლუზიური შოპის შემთხვევაში ამ მოცულობის თანხის გამოყოფა შესაძლოა თვეში დაგჭირდეთ.

შექმენი ინტერნეტ მაღაზია დღესვე და გახადე შენი ბიზნესი ციფრული სამყაროს ნაწილი.

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ ჩათში

მსგავსი სტატიები:

საიტების შექმნა გსურთ?

რას ნიშნავს საიტის SEO ოპტიმიზაცია?