ტექნიკური დავალება – ფორმის ნიმუშები

ტექნიკური დავალება – ნიმუშები

ტექნიკური დავალებავინაიდან ამ გვერდზე ხართ, დიდი ალბათობით ტექნიკური დავალება გჭირდებათ თქვენი პროექტისთვის: საიტის დამზადება & მობილური აპლიკაციის შექმნა.

ტექნიკური დავალების მთავარი მიზანია დამკვეთისთვის საჭირო სამუშაო მაქსიმალურად ნათელი იყოს, როგორც შემსრულებლისთვის, ასევე ნებისმიერი ობიექტური პირისთვის, რომელიც წაკითხავს მას.

ჩვენ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ტექნიკური დავალების ნიმუშებს, რომელთა მეშვეობითაც თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ პოტენციური შემსრულებლებისგან სამუშაოს ღირებულებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია:

ვებ-საიტის ტექნიკური დავალების ნიმუში;

აპლიკაციის ტექნიკური დავალების ნიმუში;

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართულ ენაზე მომზადებული ტექნიკური დავალება Mediashop-ზე.

ტექნიკური დავალების შედგენის ინსტრუქცია:

ფაილში მოცემულია ტექნიკური დავალების ფორმა, რომელიც დაყოფილია ორ ნაწილად: დამკვეთის მოთხოვნები და შემსრულებლის კომენტარები.

პირველი ეტაპი – შეავსეთ ის ველები და საკითხები, რაც ზუსტად იცით რომ გჭირდებათ.

მეორე ეტაპი – გაუგზავნეთ ფაილი პოტენციურ შემსრულებელს და სთხოვეთ კომენტარების გაკეთება

მესამე ეტაპი – დეტალურად გაეცანით შემსრულებლისგან მოწოდებულ ფაილს, გაითვალისწინეთ შენიშვნები და წარმოადგინეთ დამატებითი ინფორმაცია, რაც მოთხოვნილი იქნება ამ ეტაპზე.

მეოთხე ეტაპი – ჩასწორებული ფაილი გაუგზავნეთ შემსრულებელს.

მეხუთე ეტაპი – კონსესუსი და ხელშეკრულების გაფორმება, ამ ეტაპზე, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია შეხვედრა და ყველა დეტალის დაზუსტება.