მარკეტინგის აუთსორსინგი 2024 წელს

მარკეტინგის აუთსორსინგი 2024 წელს

ამ სტატიაში განვიხილავთ მარკეტინგის აუთსორსინგის შინაარს და გავცემთ შეკითხვაზე პასუხს – რატომ სჭირდება მარკეტინგის აუთსორსინგი ბიზნესს 2024 წელს?

რა არის მარკეტინგის აუთსორსინგი?

მარკეტინგის აუთსორსინგი გულისხმობს თქვენი კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის გადაბარებას სხვა – სანდო პირებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ თქვენი კომპანიის ნაწილს.

ასეთი პირები შეიძლება იყვნენ: დამოუკიდებლად მომუშავე ფიზიკური პირები ან მარკეტინგული კომპანიები.

მარკეტინგული საქმიანობის აუთსორსინგი შესაძლებელია როგორც ნაწილობრივ (მაგ: სოციალური მედიის მართვის გადაბარება) ან მთლიანად ყველა ტიპის მარკეტინგული საქმიანობის გადაბარება.

ჩნდება კითხვა – რა უპირატესობები გააჩნია მარკეტინგის აუთსორსინგს ბიზნესისთვის?

წარმოგიდგენთ 4 მთავარ უპირატესობას:

1. მარკეტინგული აუთსორსინგი გაცილებით იაფია

წარმატებული მარკეტინგისთვის საჭიროა: აუცილებელი უნარ-ჩვევები, საუკეთესო გამოცდილება, ტექნოლოგიები, დრო და ამ ყველაფრის ერთად გამოყენების შესაძლებლობა.

კადრის აყვანა, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს, რთული და ძვირია.

მაგალითად, პროფესიონალი სოციალური მედია მენეჯერის აყვანისას, თქვენ გექნებათ ხელფასის ხარჯი მინიმუმ 2600 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

საუბარია კადრზე, რომელსაც გააჩნია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, დიზაინის შექმნის, ტექსტის წერის, რეკლამირების მართვის, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

შედარებისთვის, იმავე ხარისხის მომსახურებაში, თქვენ გადაიხდის საშუალოდ 400-1600 ლარს, თუ ისარგებლებთ სოციალური მედიის მართვის მომსახურებით.

გარდა ამისა, არ დაგჭირდებათ ძვირადღირებული კომპიუტერის შეძენა (3-4 ათასი ლარი), ადგილის მოწყობა ოფისში კადრისთვის, გადამზადება & ტრეინიგებში ფინანსების ხარჯვა და ა.შ.

2.თქვენ გემსახურებათ მარკეტინგის გუნდი

მარკეტინგი სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება: დიზაინი, ტექსტური კონენტი, ანალიტიკა, ტექნიკური მიმართულებები.

ხარისხი ყოვლთვის უფრო მაღალია, როდესაც კონკრეტულ საქმიანობის ასრულებს არა ერთი “ყველაფერშიკი” არამედ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალი.

როდესაც ახორციელებთ აუთსორსინგს, თქვენ მარკეტინგულ აქტივობაზე ზრუნავენ გუნდის წევრები და არა ერთი ადამიანი.

დიზაინერი ხატავს დიზაინს, ტექსტის შედგენაზე ზრუნავს copywriter-ი, რეკლამას მართავს ამისთვის განკუთვნილი მენეჯერი, ხოლო რეპორტინგს წარმოგიდგენთ ანალიტიკოსი.

შედეგად, თქვენი ბიზნესი ღებულობს მაქსიმალურ ხარისხსს, მინიმალური დანახარჯით.

3. შრომითი ურთიერთობებისგან თავისუფლება

შრომითი ურთიერთობა სულ უფრო მეტი ტვირთი ხდება ბიზნესისთვის.

გარდა იმისა, რომ 20%-იანი საშემოსავლოსა და საპენსიოს გადახდა არის საჭირო, ასევე გასათვალისწინებელია იურიდიული ნიუანსებიც, კერძოდ:

  • შრომითი ხელშეკრულება იდება მინიმუმ 1 წლით;
  • მისი შეწყვეტა ან შეჩერება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესითაა შესაძლებელი;
  • შრომითი დავის დროს, ბიზნეს აკისრია უფრო მეტი მტკიცების ტვირთი.

4. მარტივია გადაწყობა

ციფრული მარკეტინგი ყოველწლიურად ვითარდება, იქმნება ახალი პლატფორმები, ხოლო არსებული პლატფრომები სწრაფად ვითარდებიან.

მნიშვნელოვანია ფეხის აწყობა და მუდმივი გადაწყობა იმ ცვლილებების და შესაძლებლობების კვალდაკვალ, რასაც ახალი ტექნოლოგიები გვთავაზობენ.

ასეთი გადაწყობა გაცილებით მარტივია აუთსორსინგის დროს, როგორც ფინანსური, ისე დროითი რესურსის გათვალისწინებით.

ვის მივმართოთ მარკეტინგული აუთსორსინგისთვის?

საქართველოს ბევრი მარკეტინული კომპანია საქმიანობას ამ მიმართულებით, თუმცა ზოგიერთი მათგანი იმავე ხარისხის მომსახურებას შედარებით ძვირად ახორციელებენ.

ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ დაინტერესებულ პირებს გუგლში მოიძიონ ინფორმაცია მინიმუმ 6-7 კომპანიის შესახებ, დაუკავშირდნენ მათ და საუკეთესო პირობებისა და პორტფოლიოს მქონე შეარჩიოთ თანამშრომლობისთვის.

თუმცა, თუ მაინც ჩვენი აზრი გაინტერესებთ, ფასისა და ხარისხის შეფარდებით საუკეთესო არჩევანია: BLH ; IRIS ; Mediahub