გრაფიკული დიზაინი 2024 წელს

გრაფიკული დიზაინი 2024 წელს

გრაფიკული დიზანი სწრაფი ტემპებით ვითარდება, მოდით განვიხილოთ რას უნდა ველოდოთ 2024 წელს, საქართველოს ბაზარზე.

პროფესია გრაფიკული დიზაინერი

დავიწყოთ იმით, რომ გრაფიკული დიზაინერის პროფესიაზე მზარდი მოთხოვნაა ახალგაზრდებში, ერთ-ერთ პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად სპეციალობად ითვლება, რასაც განაპირობებს დიდი მოთხოვნა ბაზარზე და კადრების დეფიციტი.

გრაფიკული დიზაინის მომსახურება

რას გულისხმობს გრაფიკული დიზაინის მომსახურება და რომელი მიმართულებით არის ყველაზე დიდი მოთხოვნა?

სოციალური მედია – გრაფიკული დიზაინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონტენტის შექმნის პროცესში სოციალური ქსელებისთვის, როგორიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი და სხვა. 

გრაფიკული დიზაინერები ქმნიან სხვადასხვა ვიზუალის და შინაარსის მქონე პოსტერებს, რომელთა გამოყენება ხდება სარეკლამოდ სოც. ქსელებში.

ბრენდინგი – ლოგოს დიზაინი, ბრენდბუქის ცალკეული ელემენტები, ამ ყველაფერს გრაფიკული დიზაინერები ქმნიან.

ვებსაიტის & აპლიკაციის დიზაინი – გრაფიკული დიზაინი არსებით როლს თამაშობს ვებ საიტის დამზადების პროცესშიც, სწორედ ისინი ქმნიან ვებ-საიტისთვის საჭირო დიზაინებს, რომლებსაც პროგრამისტები შემდგომ არგებენ ვებ-გვერდს.

ბეჭდური მომსახურება – გრაფიკული დიზაინერების გარეშე ვერც ბეჭდური კომპანიები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, სწორედ დიზაინერები ქმნიან საბეჭდ მასალებს.