ვიდეო რგოლის დამზადება & სარეკლამო რგოლის მონტაჟი

ვიდეო რგოლის დამზადებაიყო დრო, ვიდეო რგოლის დამზადება დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მხოლოდ მსხვილ ბიზნეს შეეძლო სარეკლამო რგოლის მონტაჟი, საკუთარი მარკეტინგული საქმიანობისთვის.

შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს დრო დასრულდა.

დღეს, ნებისმიერი ზომის და ბიუჯეტის მქონე ბიზნესს აქვს საშუალება უზრუნველყოს ვიდეო რგოლის შექმნა და პიარი სხვადასხვა ციფრული არხების გამოყენებით.

რაც მთავარია, ამის გაკეთება შესაძლებელია მცირე ბიუჯეტის გამოყენებით.

რატომ ვიდეო რგოლის შექმნა?

ვიდეო რგოლი საშუალებას აძლევს ბიზნესს ეფექტურ კომუნიკაციაში შევიდეს პოტენციურ მომხმარებელთან, მოუყვეს ისტორიას და რაც მთავარია ემოციურ დონეზე დაუახლოვდეს მას, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა გარდაიქმნეს ცნობადობის ზრდასა და მეტ გაყიდვებში.

რას მოიცავს ვიდეო რგოლის დამზადება?

ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს, იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე.

  • ვიდეო კონცეფცია – იდეის ფორმირება
  • ვიდეო გადაღება
  • მონტაჟი და დამუშავება
  • ხმოვანი გაფორმება & მუსიკის დადება
  • ტექტები, სუბტიტრები, გრაფიკული ელემენტების დამატება
  • სხვადასხვა ფორმატის და დანიშნულების ვიდეო რგოლის მომზადება.

რა ღირს ვიდეო რგოლის დამზადება?

ვიდეოს დამზადების ფასები დამოკიდებულია მის ხანგრძლივობაზე, გადაღების სირთულეზე და სხვა დეტალებზე.

ვიდეო რგოლის ტიპისა და სირთულის მიხედვით ფასები მერყეობს 500 ლარიდან 5000 ლარამდე.

ზუსტი ფასი დამოკიდებულია შემდეგ დეტალებზე:

  • ვიდეოს ხანგრძლივობა;
  • გადაღების ლოკაცია და ხანგრძლივობა;
  • მსახიობების ან მოდელების რაოდენობა;
  • სცენარის სირთულე;
  • სპეციალური ტექნიკის საჭიროება;
  • გახმოვანება;
  • ანიმაცია და გრაფიკული ელემენტები;
  • ვიდეოს მონტაჟისა და დამუშავების სირთულე.

სარეკლამო ვიდეო რგოლების ტიპები

წარმოგიდგენთ სარეკლამო ვიდეო რგოლების ტიპებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში:

ანიმაციური ვიდეო რგოლი

ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპის ვიდეო რეკლამა, რომელიც შესაძლოა იყოს ყველაზე იაფიც, გააჩნია რა ფორმატის ანიმაციას შეარჩევთ, ასევე რა სირთულის და მოცულობის იქნება სარეკლამო ვიდეო რგოლი.

გამოსაყოფია 2D და 3D ანიმაციები. როგორც წესი 2D ანიმაციები უფრო იაფი ჯდება, მათი დამზადება (30-60 წამის ხანგრძლივობის ვიდეო) 1000 ლარადაც კი შეგიძლიათ.

ვიდეოს გადაღება & მონტაჟი

ასეთი ტიპის ვიდეო რგოლები ორი კომპონენტისგან შედგენა: საჭიროებს პირველ რიგში ხარისხიან გადაღების მომსახურებას, ხოლო შემდგომ სარეკლამო რგოლის მონტაჟს.

ასეთი ტიპის ვიდეო რგოლების საშუალო ღირებულება (1 წუთიანი) 1500 ლარია.

კომბინირებული ვიდეო რგოლი

ეს არის ვიდეო რგოლი, რომელიც მზადდება, ერთი მხრივ, რეალური ვიდეო მასალის საფუძველზე, ასევე გამოიყენება ანიმაციური ელემენტები.

ასეთი ტიპის ვიდეო რგოლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ვიდეოს სცენარსა და მონტაჟის ხარისხსს.

ვიდეო რგოლის დამზადება გსურთ?

დაგვიკავშირდით: mediaweb.ge@gmail.com

555 38 18 89

ასევე დაგაინტერესებთ: