ბრენდის ელემენტები –
როგორ შევქმნათ ბრენდი ?
ბრენდის შექმნა – ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა პრაქტიკულად რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ორგანიზაციის წარმატებაზე ახდენს პირდაპირ ზეგავლენას.
როგორ შევქმნათ ბრენდი?
რომელი ბრენდის ელემენტები გვჭირდება?
ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს.
ბრენდის მნიშვნელობა
ბრენდირებული პროდუქცია და მომსახურება გაცილებით ძვირად და კარგად იყიდება, ვიდრე იგივე ხარისხის და მოცულობის პროდუქცია, უბრენდო სახით.
შედეგად, ბრენდირებული ბიზნესი უფრო ეფექტურად აღწევს მის უპირველეს მიზანს – რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება, მინიმალური დანარხარჯით.
ბრენდის არსი
ბრენდის არსი მდგომარეობს, თქვენი პროდუქციის ან მომსახურების ასოცირებაში პოზიტიური ნიშნის ქვეშ, რომლის განვითარება და გაპიარება მუდმივად ხორციელდება, სხვადასხვა პლატფორმაზე, კრეატიული მარკეტინგული & პიარ ღონისძიებებით.
ნებისმიერი ბიზნესისთვის, “ბრენდის გატეხვას, სალაროს გატეხვა ჯობია.”
ბრენდის ელემენტები
ბრენდის ელემენტებში იგულისხმება ის კომპონენტები და ხელსაწყოები, რომლებისგანაც შედგება თავად ბრენდი.
წარმოგიდგენთ ბრენდის ძირითად ელემენტებს:
1.ბრენდის სახელწოდება
ეს არის ბრენდის ფონეტიკური გამოსახულება, სახელწოდება სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს:
– დამფუძნებლების სახელი ან ინიციალები; (მაგ: მაგთი)
-ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული; (მაგ: მარანი)
– აბსტრაქტული სიტყვა, რომელიც არ არის კავშირში ორგანიზაციის პროდუქციასთან ან მომსახურებასთან; (მაგ: Apple)
-გამოგონილი, არარსებული სიტყვა (მაგ: ვივუსი)
2. ლოგოტიპის შექმნა და ფერთა გამა
ლოგო წარმოდგენს ბრენდის შექმნის საფუძველს, მის ვიზუალურ სახეს.
არსებობს სხვადასხვა ლოგოს ტიპი:
-სიტყვიერი ლოგო;
-ინიციალებისგან შემდგარი ლოგო;
-ემბლემისა და სიტყვიერი ელემენტის სხვადადასხვა კომბინაციით შექმნილი ლოგოები.
3. სლოგანი
ბრენდი, სახელწოდებისა და ლოგოს გარეშე ვერ იარსებებს, ხოლო სლოგანი არ არის ბრენდის არსებით ნაწილი, შესაბამისად შესაძლებელია წარმატებული ბრენდის შექმნა სლოგანის გარეშე.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სლოგანი წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს ბრენდისთვის, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საკმაოდ ეფექტური ბრენდინგი.
4. ფერთა გამოყენება და ვიზუალიზაცია
ეს არის ვიზუალიზირებული წესთა კრებული ბრენდირების შესახებ, რომელსაც მოიცავს ბრენდბუქი.
აღნიშნული ელემენტის არსებობა ბრენდბუქში საშუალებას იძლევა ბრენდირების პროცესი უფრო მარტივი და ეფექტური გახდეს.
5. ბრენდის პერსონაჟი
საკმაოდ ბევრი ბრენდის პერსონაჟია ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში: M&M’S, ჟირაფი ჟოზე, ლოკო მოკო და ა.შ
ეს არის ერთ-ერთი საინტერესო და ეფექტური საშუალება, რომლითაც ხორციელდება ბრენდის და მის ქვეშ არსებული პროდუქციის ან მომსახურების პიარი.
ბრენდის სტრატეგია
ბრენდის ძირითადი მიზანი არის, მის უკან მდგარი ბიზნესის მთავარ მიზანში – მაქსიმალური მოგების მიღებაში დახმარება.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ბრენდის გაპიარება, სხვადასხვა ხელსაწყოთი, მათგან ყველაზე ეფექტურია ციფრული მარკეტინგი:
-ბრენდირებული ვებ საიტის შექმნა
–სოციალური მედიის ეფექტური მართვა
-სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადება