რეკლამა იუთუბზე - Youtube-ზე რეკლამირება
რეკლამა იუთუბზე ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა დაარეკლამოთ თქვენი კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის მიხედვით.
Youtube-ზე შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა ზომის და ფორმატის ვიდეო რგოლის დარეკლამება, ასევე სარეკლამო ბანერის რეკლამირება.
15 რჩევა YouTube არხის მართვისთვის
გსურთ გაზარდოთ თქვენი YouTube მიმდევრების რაოდენობა და ისეთი კონტენტი შექმნათ, რომელიც ალგორითმსაც მოერგება და მაყურებელსაც მოეწონება? გაინტერესებთ როგორ მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ ახალი მაყურებლები?
ამ სტატიაში ჩვენ 15 რჩევასა და ტაქტიკას შემოგთავაზებთ, რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი კონტენტი, მისი მომზადების ყველა ეტაპზე.
#1: ატვირთეთ ახალი ვიდეო კვირაში რამდენჯერმე.
ბოლო კვლევების თანახმად, არხები, რომლებიც კვირაში ერთზე მეტ ვიდეოს ტვირთავენ, უფრო წარმატებულები არიან. თუ ჯერ მხოლოდ ახლა იწყებთ YouTube-ზე აქტიურობას, რეკომენდებულია კვირაში სამჯერ მაინც დადოთ ახალი ვიდეო, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა.
ყველაზე შრომატევადი სწორედ პირველი რამდენიმე თვე იქნება ამ პლატფორმაზე. თქვენი მიზანი უნდა იყოს მდიდარი ვიდეო-ბიბლიოთეკის შექმნა ერთი თემის ირგვლივ, რომ ერთი ვიდეოს სანახავად შემოსული ადამიანი მეორე და მესამე ვიდეოთიც დააინტერესოთ.
#2: შექმენით სტაბილური სამუშაო გეგმა
შეიძლება თქვენ საოსკარო ხარისხის მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებთ, მაგრამ თუ თითოეული ვიდეოს შექმნაზე 6 თვე გეხარჯებათ, YouTube არხი შორს ვერ წავა.
ამ პლატფორმისთვის ოპტიმალურია ვიდეო, რომლის გადაღებას და დამონტაჟებასაც რამდენიმე დღეში ან საათში შეძლებთ. რეგულარული კონტენტი ისაა, რის გამოც ადამიანები არხის გამომწერები ხდებიან.
შეიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დროს დაზოგავთ. მაგალითად, მოაწყვეთ სტუდია, რომ ყოველ ჯერზე თავიდან არ დაგჭირდეთ ტექნიკის გამართვა. შექმენით სამონტაჟო თემფლეითი (ჩარჩო) რომელსაც ბევრ ვიდეოზე გამოიყენებთ ან დაიქირავეთ კომპანია, რომელიც ამ ყველაფერზე თქვენს ნაცვლად იზრუნებს.
#3: დაიწყეთ ყველა ვიდეო საინტერესო დეტალით
თქვენი გადასაწყვეტია, რით დააინტერესებთ მაყურებელს. მაგალითად, თუ რაიმე სასწავლო ტუტორიალს წერთ, დაიწყეთ ვიდეო საბოლოო შედეგის ჩვენებით. მაყურებელს დააინტერესებს, თუ როგორ მიაღწიეთ მას. ამ ტაქტიკას აქტიურად იყენებენ მაკიაჟსა და ვარცხნილობებზე ორიენტირებული არხები – ისინი თითქმის ყოველთვის დასაწყისშივე გაჩვენებენ რას უნდა ელოდოთ ვიდეოში.
არ უნდა დავივიწყოთ ამბის ძალაც. როდესაც ვიდეოს ამბის მოყოლით იწყებთ, ადამიანებს ბუნებრივად უჩნდებათ ინტერესი. კიდევ უფრო ეფექტურია პერსონალური ამბის მოყოლა ან გამოცდილების გაზიარება, რაც თქვენსა და მაყურებელს შორის უფრო ადამიანურ, რეალურ კავშირს აყალიბებს.
რა ხერხიც არ უნდა აირჩიოთ, ეცადეთ, დასაწყისი პირდაპირ კავშირში იყოს ვიდეოს მთავარ თემასთან. მომხმარებელი ვიდეოს სათაურის ან აღწერის მიხედვით არჩევს და მას მალევე გათიშავს, თუ საქმეზე სწრაფად არ გადახვალთ.
YouTube-ზე ხშირად შეხვდებით ვიდეოებს, სადაც ვლოგერი ვიდეოს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული თემით იწყებს და შემდეგ უკავშირებს მას მთავარ თემას. უმჯობესია ეს ტაქტიკა იმ დროისთვის შემოინახოთ, როდესაც დიდი რაოდენობის ერთგული მაყურებელი გეყოლებათ, რომელიც გენდობათ.
#4: გაუკეთეთ ვიდეოს მოკლე სათაური და შესავალი
ყურადღების დიაპაზონი საკმაოდ მცირეა – გრძელი სათაური და ხანგრძლივი შესავალი ვიდეოს დასაწყისში მაყურებელს ვიდეოს გამორთვისკენ უბიძგებს. ასევე, ძალიან გრძელი სათაური შეიძლება ბოლომდე არ გამოჩნდეს პლატფორმის ზოგიერთ გვერდზე და ავტომატურად შემოკლდეს.
#5: გამოიყენეთ ვიდეოს ბოლო ნაწილი არხის, სხვა ვიდეოს ან ვებ-გვერდის დასარეკლამებლად.
YouTube საშუალებას გაძლევთ ინტერაქტიული გრაფიკა შექმნათ ვიდეოს ბოლოს, რომელიც მაყურებელს სხვა ვიდეოს ან ფლეილისტის ნახვას, გვერდის გამოწერას ან საიტზე ვიზიტს გაუმარტივებს.
ამ ფუნქციას „end screen” ჰქვია. ვიდეოზე მის დამატებას კრეატორ სტუდიოდან შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო გადატვირთავთ ვიდეოს ამ ნაწილს, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ ადამიანები მას გამოიყენებენ. აირჩიეთ ერთი მიზანი კონკრეტული ვიდეოსთვის და იმოქმედეთ შესაბამისად.
იმის გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს თქვენი End Screen-ი ესტუმრეთ ანალიტიკის გვერდს კრეატორ სტუდიაში. აქ მიღებული ინფორმაცია მომდევნო ვიდეოების დახვეწაში დაგეხმარებათ.
#6: ამოჭერით ვიდეოდან ყველაფერი ზედმეტი
გრძელი პაუზები, არათანმიმდევრული საუბარი, თემიდან გადახვევა, მოსაწყენი ფრაზები – ეს ყველაფერი თქვენს ვიდეოში არ გჭირდებათ. რაც უფრო სწრაფი და დაპირებულ თემაზე კონცენტრირებული იქნება კონტენტი, მით მეტია შანსი რომ მაყურებელი სხვა ვიდეოს ძებნას არ დაიწყებს.
#7: ყურადღება მიაქციეთ ვიდეო-ქოვერის ფოტოს (thumbnail)
ძალიან ხშირად, ზუსტად ეს განსაზღვრავს მაყურებლის არჩევანს. ამაში დასარწმუნებლად, გადახედეთ შეთავაზებულ ვიდეოებს. იუთუბის ეს ნაწილი ორგანული ტრაფიკის ყველაზე მდიდარი წყაროა.
როდესაც ადამიანი მსგავს თემატიკაზე სხვა ვიდეოს უყურებს, თქვენი კონტენტი კი შეთავაზებულ ვიდეოებშია, სწორედ ქოვერ-ფოტომ უნდა მიიპყროს ყურადღება. რაც უფრო მეტი ადამიანი გადმოვა ამ ვიდეოზე, იუთუბიც უფრო ხშირად გაგიწევთ რეკომენდაციას.
ფოტო, პირველ რიგში კონტენტის შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს. ნუ ეცდებით მაყურებლის მოტყუებას, თუ ისინი სწრაფად გათიშავენ ვიდეოს, იუთუბის ალგორითმისთვის ეს ცუდის ნიშანი იქნება.
ამის მაგივრად, შექმენით მოლოდინი – დააინტერესეთ მაყურებელი. მაგალითისთვის ნახეთ ერთ-ერთი ვლოგერის ფოტო წარწერით „მე მივდივარ“. ეს ფრაზა ვიდეოს სათაურის (როგორ წამოვედი სამსახურიდან) ერთგვარი გაგრძელებაა და გარკვეულ ინტრიგას ქმნის.
ვლოგერების უმეტესობა 1280 x 720 პიქსელის მოცულობის ფოტოს იყენებს, იუთუბის რეკომენდაციების თანახმად. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ მაყურებელი მხოლოდ ძალიან პატარა ზომის ფოტოს ხედავს, ამიტომ, ნუ გადატვირთავთ მას. გამოიყენეთ მკვეთრი ფერები და ფონტები, როდესაც ფოტოს დიზაინს ქმნით.
კარგი იქნება, თუ ყველა ვიდეოს მსგავსი დიზაინის ფოტოს გაუკეთებთ. ასე გვერდი უფრო პროფესიონალურად გამოიყურება, მაყურებელი კი წინასწარ ხვდება, რაც უნდა ელოდოს ვიდეოსგან. დაგეზოგებათ დროც, რადგან ყველა ვიდეოსთვის განსხვავებული ფოტოს შექმნა შრომატევადი საქმეა.
#9: მიბაძეთ საუკეთესო შედეგების მქონე ვიდეოებს
თქვენი საუკეთესო მრჩეველი ანალიტიკის გვერდია, რომელზეც კრეატორ სტუდიოდან მოხვდებით. დააჭირეთ ღილაკს “subscribers” (გამომწერები) და აირჩიეთ YouTube watch page.
თქვენ ნახავთ იმ ვიდეოების სიას, რომლებმაც ყველაზე მეტი გამომწერი მოიზიდეს. დაფიქრდით, რა აერთიანებთ ამ ვიდეოებს? ეს შეიძლება იყოს თემატიკა, მონტაჟის სტილი, ქოვერის სტილი, ა.შ.
ამავე მიზნით, შეგიძლიათ შეისწავლოთ კონკურენტების გვერდები და მათი საუკეთესო ტაქტიკები თქვენს საქმეში გადმოიტანოთ.
#10: გადაიღეთ გრძელი ვიდეოები
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იუთუბს სურს გრძელი ვიდეოები ატვირთოთ. არც ისე დიდი ხნის წინ ითვლებოდა, რომ ადამიანების ყურადღების მცირე დიაპაზონის გამო მოკლე ვიდეოები უფრო გამართლებული იყო, თუმცა დღევანდელი ალგორითმი სხვანაირად მოქმედებს. გრძელი ვიდეო ნიშნავს, რომ მაყურებელი უფრო მეტ დროს ატარებს პლატფორმაზე, ეს კი თქვენს შედეგებს აუმჯობესებს.
ოპტიმალურად ითვლება 7-15 წუთი, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ხელოვნურად არ გაწელავთ ვიდეოს. გამოიყენეთ იმდენი დრო, რამდენიც თქვენს თემას სჭირდება.
#11: ჩაწერეთ ლაივ-სტრიმი
დასაწყისში შეიძლება პირდაპირი ეთერი რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა როცა პროცესს ალღოს აუღებთ, მიხვდებით, რომ ეს კონტენტის შექმნის ყველაზე სწრაფი გზაა. იუთუბის ალგორითმი აქტიურად უჭერს მხარს ლაივ-სტრიმებს და მეტ ადამიანს უჩვენებს მას, ვიდრე ჩვეულებრივ კონტენტს.
#12: შექმენით სამი ტიპის კონტენტი
Hub, Hero, Help (ჰაბი, გმირი, დახმარება) სტრატეგია ბევრ იუთუბერს ეხმარება კონტენტის დაგეგმვაში. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ვიდეოებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი მიზნები: შექმნან ერთგული მაყურებლების გუნდი, გაზიარდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ან აქტიურად გამოჩნდნენ საძიებო სისტემაში. ეს ვიდეოები ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ინტერვალებით უნდა დაგეგმოთ.
- Hub ვიდეოები თვეში ერთხელ შეგიძლიათ დაპოსტოთ. ეს ვიდეოს ყველაზე არაფორმალური ტიპია, სადაც უპასუხებთ მაყურებლების კითხვებსა და კომენტარებს, გაუზიარებთ პერსონალურ ისტორიებს, წარადგენთ მომავალ პროექტებს, შიდა სამზარეულოს და ა.შ. მთავარი ისაა, რომ ვიდეო თქვენი და მაყურებლის ურთიერთობის გამყარებას ემსახურებოდეს.
- Hero ვიდეო ყველაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს.ეს ვიდეო შექმნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გააზიაროს სხვადასხვა პლატფორმაზე. თემა შეიძლება იყოს სეზონური დღესასწაული, რაიმე ახალი ამბავი ან სხვა აქტუალური საკითხი. კვარტალში ერთი ასეთი ვიდეო თქვენს შედეგებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
- Help ვიდეო თქვენი რეგულარული, ყოველკვირეული კონტენტი უნდა იყოს. ესტუმრეთ Google Trends და ნახეთ რას ეძებენ ადამიანები. გააკეთეთ ვიდეო შესაბამის თემატიკაზე.
#13: შექმენით ვიდეო-სერიები
ვიდეო-სერიების შექმნა მომხმარებლის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა ნაკლებად გამოყენებული ტრენდია იუთუბზე. შექმენით რამდენიმე ვიდეო ერთი თემის ირგვლივ და მოაქციეთ ისინი ერთ ფლეილისტში. მაყურებელი შეუმჩნევლად გადავა ერთი ვიდეოდან მეორეზე, მეორიდან მესამეზე და ა.შ.
#14: ითანამშრომლეთ სხვა იუთუბერებთან
კოლაბორაციები იუთუბზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაქტიკაა ახალი გამომწერების მოსაზიდად. შეარჩიეთ ისეთი არხი, რომელსაც მსგავსი აუდიტორია ჰყავს, მაგრამ თქვენგან განსხვავებულ კონტენტს ქმნის.
მაგალითად, საგანმანათლებლო არხმა შეიძლება ითანამშრომლოს არხთან, რომელიც სხვადასხვა ფილმებს განიხილავს, საოჯახო თემატიკის ვლოგერები ხშირად თანამშრომლობენ კულინარიულ ან ინტერიერის დიზაინის არხებთან და ა.შ.
იდეალურ შემთხვევაში, პარტნიორ იუთუბერს თქვენზე მეტი მიმდევარი უნდა ჰყავდეს, თუმცა განიხილეთ ისეთი არხებიც, რომლებიც ახლა იკრებენ პოპულარობას.
ნუ დაივიწყებთ სხვა პლატფორმებსაც – ფეისბუქ და ინსტაგრამ-ინფლუენსერებს საკმაოდ დიდი აუდიტორიები ჰყავთ, რომლებიც შეიძლება თქვენი კონტენტითაც დაინტერესდნენ.
#15: ხაზი გაუსვით კოლაბორაციას ვიდეოს სათაურში, თაგებსა და აღწერაში.
თქვენი პარტნიორის მაყურებლები პირველივე წამიდან უნდა მიხვდნენ, რომ მათი ფავორიტი იუთუბერი თქვენს ვიდეოში მონაწილეობს. ამიტომ ახსენეთ კოლაბორაცია ვიდეოს სათაურში, თაგებსა და აღწერაში. დარწმუნდით, რომ კოლაბორატორიც ანალოგიურად იქცევა.
იმისათვის, რომ თქვენი არხი გაიზარდოს, უნდა გაითვალისწინოთ არამხოლოდ თქვენი, არამედ აუდიტორიისა და ალგორითმის ინტერესები. რეგულარული, ხარისხიანი კონტენტი, ინტერაქცია მაყურებელთან და ანალიტიკის მუდმივი კონტროლი ამ მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.