მარკეტინგის კურსები 2025 წელს

მარკეტინგის კურსიმარკეტინგის კურსები ბევრია საქართველოში, თუმცა რთულია ისეთი კურსის შერჩევა, რომელიც იძლევა რეალურ პრაქტიკულ ცოდნას, შემდგომი დასაქმებისთვის ან კარიერული ზრდისთვის.

რატომ არის სარეკლამო კურსები ასეთი მოთხოვნადი საქართველოში?

ნებისმიერი ბიზნესის არსებითი კომპონენტია მარკეტინგი, რომლის გარეშეც ბიზნესის ზრდა და განვითარება წარმოუდგენელია.

მარკეტინგის როლი ანტიკური ხანიდან არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ფორმები, 21 საუკუნეში ტრადიციული მარკეტინგული ხელსაწყოები კარგავენ აქტუალურობას, ხოლო ციფრული მარკეტინგი ყოველწლიურად სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

ამ ტენდენციას ვხვდებით საქართველოშიც, რასაც თან ახლავს პროფესიონალი კადრების დეფიციტი.

წინამდებარე სტატიაში გვსურს განვიხილოთ მარკეტინგის კურსები, რომლებიც დაგეხმარებათ დაიწყოთ ან განავითაროთ თქვენი კარიერა ციფრული მარკეტინგის სფეროში.

სარეკლამო კურსის გავლის მიზანი

რა მიზნით გსურთ გაიაროთ მარკეტინგის კურსები?

მთავარი მიზანია იმ  უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც დაგჭირდებათ:

  • კარიერულ წინსვლაში
  • სამსახურის დაწყებაში
  • საკუთარი საქმიანობის გაპიარებისთვის

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური საკითხები
  • ვიზუალური კონტენტი
  • სარეკლამო ხელსაწყოები

როგორ შევარჩიოთ მარკეტინგული კურსი?

სანამ მარკეტინგული კურსის ძიებას დაიწყებთ, პირველ რიგში დაფიქრდით, რა გაინტერესებთ და რისი შესწავლა გსურთ?

ციფრული მარკეტინგის აქტუალური მიმართულებები საქართველოში:

1. სოციალური მედიის მართვა

2. SEO ოპტიმიზაცია

3. Email მარკეტინგის & SMS მარკეტინგის სპეციალისტი

4. გრაფიკული დიზაინი

5. წერილობითი კონტენტის შექმნა (copywriter)

6. საიტების დამზადება & აპლიკაციების შექმნა

7. ვიდეო რგოლების დამზადება

ჩამონათვალი არ არის სრული, შესაძლოა დაემატოს ან შეიცვალოს რამდენიმე მიმართულება, თუმცა ზოგადი წარმოდგენა შეგექმნებათ რა მიმართულებები შეგიძლიათ შეარჩიოთ.

რეკომენდირებულია ამ მიმართულებების შესახებ გარკვეული კვლევის ჩატარება და ინფორმაციის მიღება ინტერნეტის მეშვეობით, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში – რომელი მარკეტინგული კურსის გავლა ჯობია პირველ რიგში.

ასევე მნიშვნელოვანია სწავლის თანმიმდევრობა. მაგალითად, თუ სოციალური მედია გაინტერესებთ, უმჯობესია პირველ რიგში კონტენტის შექმნა ისწავლოთ, ხოლო შემდომ სარეკლამო კომპონენტი.

რომელია ყველაზე ეფექტური ციფრული მარკეტინგის კურსი?

რომელია ყველაზე ეფექტური ციფრული მარკეტინგის კურსი საქართველოში?

საკმაოდ ბევრი სარეკლამო კურსია ბაზარზე, მათგან უმეტესობა არ იძლევა რეალურ ცოდნას და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

წარმოგიდგენთ 5 კრიტერიუმს, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო მარკეტინგის კურსები:

1. კურსის შინაარსი – მნიშვნელოვანია კურსი შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის:

  • რა ელემენტებისგან შედგება კურსი,
  • კონკრეტულად რა საკითხებს გაივლით,
  • რა ფორმით ხდება კურსის ჩატარება: ონლაინ თუ ფიზიკურად?
  • პრაქტიკული კომპონენტი და მისი მოცულობა & ფორმა,
  • გრაფიკი & ჯგუფის მოცულობა

 

2.გამოცდილება – რა გამოცდილების მქონეა ის კომპანია ან ტრენერი, რომელიც ატარებს კურსს.

3.პრაქტიკული ნაწილი – მნიშვნელოვანია კურსი 

4.სტაჟირება – პრაქტიკულ ცოდნას ჭირდება განვითარება, რაშიც გეხმარებათ სტაჟირება, თუნდაც რამდენიმე კვირიანი სტაჟირება დაგეხმარებათ გაამყაროთ მიღებული ცოდნა.

5.სერთიფიკატი – ყველა კურსის გავლის შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სერთიფიკატის მიღება, რეალური ცოდნის გარეშე, არაფრის მომცემია, ამიტომაც სერთიფიკატი ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული საკითხია.

ტოპ მარკეტინგის კურსები საქართველოში

ზემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ ორი ტოპ კურსი Mediahub Academy-ისგან:

1.ვიზუალური კონტენტის შექმნა სოციალური მედიისთვის

2.რეკლამის ტიპები და მათი გამოყენება პრაქტიკაში