აპლიკაციის დამზადება & აპლიკაციების შექმნა

მობილური აპლიკაციის დამზადება

თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა – მობილური აპლიკაციის დამზადება, სხვადასხვა ბიზნეს საჭიროებებისთვის.

თითოეული აპლიკაციის შექმნა გამიზნულია კონკრეტული საჭიროების ან პრობლემის გადაჭრისკენ, რომელიც ბიზნეს აქვს.

ამავდროულად, არსებობენ  ბიზნესები, რომელთა ასქმიანობა მთლიანად მობილური აპლიკაციის შექმნა & განვითარებაზეა დამოკიდებული.

აპლიკაციის დამზადება

საქართველოში აპლიკაციის შექმნა ბიზნესისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც ფინანსურად, ასევე ბიზნეს მოდელის და საჭიროებების გათვალისწინებით.

ხშირად, აპლიკაციების გაკეთება მოუმზადებელი და ნაჩქარევი ნაბიჯია, რაც მის უსარგებლობას და გადაყრილ ფინანსებს ნიშნავს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია აპლიკაციის აწყობა მოხდეს სწორ დროს, ყველა იმ სტანდარტის და ეტაპის დაცვით რომელიც ამისთვისაა განსაზღვრული:

აპლიკაციის შექმნა - ეტაპები:

მობილური აპლიკაციის შექმნა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

1.აპლიკაციის ზოგადი ფუნქციონალის განსაზღვრა – ამ ეტაპზე განისაზღვრება მობილური აპლიკაციის მიზანი, კონცეფცია, ზოგადი ფუნქციონალი, ასევე პროექტის საორიენტაციო ღირებულება.

2.ტექნიკური დავალების შედგენა – ამ ეტაპზე ხორციელდება ზოგადი კონცეფციის დეტალიზაცია, აპლიკაციის თითოეული კომპონენტის განსაზღვრა და დეტალურად ჩამოწერა, დოკუმენტის სახით, რომელიც საფუძვლად უდევს მხარეთა თანამშრომლობის შეთანხმებას.

3. ხელშეკრულების გაფორმება შემსრულებელთან – ტექნიკური დავალების შედგენის შემდგომ მხარეები აფორმებენ ხელშეკრულებას და იწყება აპლიკაციის შექმნაზე მუშაობა.

4.აპლიკაციის პირველადი ვერსიის შექმნა – პირველ რიგში ხდება აპლიკაციის გაკეთება Android-ის სისტემაზე, ასევე საჭიროებისამებრ ადმინ პანელის სამუშაო ვერსიის შექმნა.

5. მობილური აპლიკაციის საბოლოო ვერსიის დამზადება – დამკვეთის მითითებების შესაბამისად ხდება მობილური აპლიკაციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენა.

6. აპლიკაციის ტექნიკური უზრუნველყოფა და განვითარება – აპლიკაციის შექმნა არის პირველი ნაბიჯი და ამით არაფერი სრულდება. ისევე, როგორც ბიზნესი აპლიკაცია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც საჭიროებს მოვლა & პატრონობას და საჭიროების მიხედვით ტექნიკურ განახლებას, მათ შორის ახალი ფუნქციების დამატებას.

როგორ განვსაზღვროთ აპლიკაციის ღირებულება ?

  • მარტივი აპლიკაციის (IOS & ANDROID აპლიკაციების) ღირებულება იწყება 10.000 ლარიდან, ვადები 2-3 თვე
  • საშუალო სირთულის აპლიკაციის ღირებულება იწყება 20.000 ლარიდან, ვადები 3-9 თვე
  • კომპლექსური აპლიკაციის ფასი იწყება 50.000 ლარიდან, ვადები 10-16 თვე

 

მობილური აპლიკაციის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • აპლიკაციის ფუნქციონალი
  • ინტეგრაციები
  • ვადები

 

თითოეული ეს კომპონენტი განსაზღვრასვ აპლიკაციის დამზადების ღირებულებას და სამუშაოს შესრულების პერიოდს.

Tags:

#აპლიკაციის შექმნა ბიზნესისთვის,

#Android აპლიკაციის შექმნა,

#IOS აპლიკაციის დამზადება.